Skip to content Skip to footer

აგრო სიახლეები – გადაცემა 18 (სეზონი 15)

🔴 საქართველოს ზღვისპირეთში (გონიო, ბათუმი, ქობულეთი, ურეკი, ფოთი, ანაკლია) მაზუთით დასვრილი ფრინველების პოვნის ოცამდე შემთხვევა დაფიქსირდა, რაც გადამფრენი ფრივნელების ქერჩთან ჩაღვრილი მაზუთის კერასთან კონტაქტით აიხსნება. შავი ზღვის აუზის სხვა ნაპირებზე დასვრილი დელფინებიც გამოირიყა. რა დარტმაა ნავთობით ზღვის დაბინძურება ეკოსისტემისთვის და რამდენად რეალურ საფრთხეს ქმნის ეს საქართველოს ბიომრავალფეროვნებას, ტურიზმს და მეთევზეობას? მზადაა თუ არა საქართველო მოსალოდნელი საფრთხისთვის? სპეციალისტები სახელმწიფოს ინერტულობაში ადანაშაულებენ. გარემოს ეროვნული სააგენტო ბრალდებას უარყოფს. პრობლემის არსი და საფრთხის მასშტაბი “აგროსიახლეებში”.

გადაცემაში მონაწილე რესპონდენტები:

არჩილ გუჩმანიძე – ბიოლოგი, იქთიოლოგი, შავი ზღვის მკვლევარი.

ნატა სულუაშვილი – გარემოს ეროვნულ სააგენტოს პრესსამსახურის წარმომადგენელი.

მამუკა გვილავა – სანაპიროს მართვის და გარემოს დაცვის ექსპერტი.

ნინო ჩხობაძე – „საქართველოს მწვანეები – დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარე.

🔴უყურეთ აგროგარემო TV – ზე გადაცემა “აგრო სიახლეებს” ბელა გელაშვილთან ერთად მაუწყებელთა ალიანსის რეგიონულ არხებზეც.
სილქ TV– 284
მაგთი TV – 57
ახალი TV – 276
Myvideo; ახალი ქსელებისა და სხვა IP და საკაბელო მაუწყებლების ეთერით. 👇