26 დეკემბერს, დილით ლაშა ბექაურმა თბილისის ზოოპარკში ლომის ბოკვერი მოიყვანა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლის თანდასწრებით ზოოპარკს გადასცა, – ამის შესახებ თბილისის ზოოპარკის ადმინისტრაცია იუწყება.
“აგრო სიახლეები” სამინისტროს დაუკავშირდა კითხვებით: 1. იდენთიფიცირებულია თუ არა ცხოველის წარმომავლობა, ასაკი, ჯიშობრივი მახასიათებლები? 2. როგორ მოხვდა გარეული ცხოველი ლაშა ბექაურის ხელში? ჰქონდა თუ არა მას რამე დოკუმენტი? 3. თუ დოკუმენტები ბექაურს არ ჰქონდა, რა რეაგირება ჰქონდა უწყებას კონტრაბანდის ამ შემთხვევაზე? 4. ზოოპარკისთვის ბოკვრის გადაცემის პროცესზე დასწრებისას, კონკრეტულად რა როლი შეასრულეს უწყების წარმომადგენლებმა, რა ტიპის დოკუმენტები შედგა? ხომ არ ჰქონდა ადგილი სამინისტროს თანამონაწილეობას “უკანონიბის გაფორმებაში”, კონტრაბანდა გაფორმდა? თუ ასე არ არის, მაშინ, საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, განმარტეთ, როგორ, რომელი საბაჟო პროცედურის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტების თანხლებით გადაეცა ის ზოოპარკს?
ამ კითხვებს უწყებაში არ პასუხობენ. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურში “აგრო სიახლეებს” უთხრეს მხოლოდ ის, რომ სამინისტროს წარმომადგენლები პროცესს საბუთების მოწესრიგების მიზნით ფორმალურად დაესწრნენ. დამატებითს არაფერს გვეუბნებიან, გარდა იმისა, რომ ცხოველის ზოოპარკისთვის გადაცემის პროცესში მათი თანამონაწილეობით დადგინდა ბოკვრის ასაკი. პრესსამსახურმა უშუალოდ იმ პირის საკონტაქტოც მიგვცა, ვინც ბოკვრის ზოოპარკისთვის გადაცემის პროცესს ზედამზედველობდა, თუმცა ვინმე ქალბატონი ნინო ჩვენს ზარებს არც კი პასუობს, არც წერილობით მესიჯზე ისურვა პასუხის გაცემა.
გარემოსდამცველები კი ამბობენ, რომ სამინისტროსგან ასეთი პასუხი, ფაქტობრივად კანონდარღვევის, კონტრაბანის, აღიარებაა.
შეგახსენებთ, კანონის მიხედვით, ეგზოტიკური ცხოველების შინაურ პირობებში ყოლა, შესაბამისი დოკუმენტიის გარეშე, სისხლის სამართლის დანაშაულია. საქართველოს სისხლის სამართლის 302-ე პრიმა მუხლის თანახმად, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობის, მისი ნაწილის ან დერივატის არალეგალური ექსპორტი, იმპორტი, რეექსპორტი ან ზღვიდან ინტროდუქცია, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 66-ე კვარტა მუხლის თანახმად, „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვის პირობების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.
ეგზოტიკური ცხოველი კი, კანონის მიხედვით, როგორც კლასიფიცირდება როგორც „ქვეყნის ფარგლებს გარედან შემოყვანილ გარეულ ცხოველები, რომლებიც ადგილობრივ პირობებში (კლიმატი და სხვა) არ ცხოვრობენ“. აკრძალვა ვრცელდება საქართველოს ტერიტორიაზე მობინადრე გარეულ ცხოველებზეც, მაგალითად, მგელსა და დათვზე, თუმცა, კანონი განსაკუთრებით მკაცრია და მომთხოვნი იმ ცხოველებთან მიმართებით, რომლებიც ჩვენს ზონაში არ ბინადრობენ და ქვეყანაში სხვა ქვეყნიდან შემოჰყავთ.
ცოტა ხნის წინ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, მედეა მეტრეველმა
მედეა მეტრეველი.ისევ ბექაურის ბოკვერს რომ დავუბრუნდეთ, დარწმუნებული ვარ ბევრს გაინტერესებთ, როგორ გრძნობს ის თავს?
ზოოპარკის ადმინისტრაციის
კითხვაზე, აქვს თუ არა თბილისის ზოოპარკს ცხოველის ჩამორთმევის უფლება, ზოოპარკის ხელმძღვანელობის პასუხი ასეთია: “თბილისის ზოოპარკი პასუხისმგებელია ზოოპარკის ბინადარ ცხოველებზე. ჩვენი ტერიტორიის ფარგლებს გარეთ არსებულ, კერძო პირის ან კომპანიის საკუთრებაში მყოფ ცხოველებზე ჩვენი უფლებამოსილება არ ვრცელდება. ზოოპარკს არ აქვს ცხოველების კონფისკაციის უფლება. ცხოველების კონტროლი და კონკრეტულ ფაქტებზე რეაგირება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კომპეტენციის სფეროა. ცხოველის საზღვარზე გადმოყვანას საბაჟო სამსახური აკონტროლებს. სახელმწიფო უწყებების მიერ გარეული ცხოველების ჩამორთმევის შემდეგ, ეს ცხოველები, შესაბამისი პროცედურების დაცვით, დროებით შენახვაზე გადმოჰყავთ თბილისის ზოოპარკში. სათანადო დოკუმენტაციის არარსებობის შემთხვევაში სასამართლოს ან შესაბამისი უწყებების გადაწყვეტილების საფუძველზე ცხოველი ზოოპარკში რჩება.“ რამდენად ხშირად მიჰყავთ ზოოპარკში ჩამორთმეული ცხოველები? ზოოპარკის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში თბილისის ზოოპარკში ამ გზით მოხვდა 5 დათვი, 2 მაკაკა, წავი, თუთიყუშები და მტაცებელი ფრინველები. ზემოთ ჩამოთვლილი, კერძო პირების ხელში უკანონოდ მყოფი ცხოველები, ზოოპარკში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შესაბამისი დოკუმენტის გაფორმების საფუძველზე მოიყვანა. ზოოპარკის მენეჯმენტი ხაზს უსვამს, რომ ახალი ბინადრის მისაღებად (საუბარია ბექაურის მიერ გადაცემულ ლომის ბოკვერზე), მზად საერთოდ არ იყვნენ. “საერთოდ არ ვიყავით მზად ლომის მისაღებად. ამგვარ შემთხვევებში არ გვაქვს წინასწარ მომზადების საშუალება (იგულისხმება შესაბამისი სივრცის უზრუნველყოფა და კეთილმოწყობა, კვება, სამკურნალო პრეპარატები და ა.შ.), გამოუვალ სიტუაციაში ვვარდებით და იძულებულნი ვხდებით, მივიღოთ ცხოველი, ვინაიდან საქართველოში არ არსებობს სხვა ინსტიტუცია, სადაც მისი დატოვება იქნება შესაძლებელი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ცხოველები განწირულები არიან და მათი მომავალი გაურკვეველია,” – განმარტავენ ადმინისტრაციაში. ისინი არწმუნებენ საზოგადოებას, რომ ამჟამად ლომის ბოკვერი პროფესიონალების ხელშია და იზრდება ისე, როგორც მისი კეთილდღეობისთვისაა აუცილებელი და მომავალშიც მისი ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებენ. ამის დასტურად, ცოტა ხნის წინ თბილისის ზოოპარკის ადმინისტრაციამ გაავრცელა ფოტო, რომელზეც ჩანს, რომ ბოკვერი დირექტორის მაგიდაზე წევს. ამ ფოტომ საზოგადოების დიდ ნაწილს დამატებითი კითხვები გაუჩინა: რატომ წევს ბოკვერი მაგიდაზე? რატომ ცხოვრობს ბოკვერი ადმინისტრაციულ შენობაში? ზოოპარკის ხელმძღვანელობამ ორივე კითხვას სოციალურ ქსელშივე
მოგეხსენებათ, რომ თბილისის ზღვის ტერიტორიაზე ახალი ზოოპარკის მშენებლობა მიმდინარეობს. აქვე იკითხავთ, რით ვეღარ დასრულდაო და მართალნიც იქნებით. ვერ დამთავრდა მარტივი მიზეზის გამო – ახალი ზოოპარკის მშენებლობის დასასრულებლად საჭირო თანხა არ გვაქვს. ჩვენი ბიუჯეტით არსებული ზოოპარკის შენახვას ვახერხებთ, მაგრამ ახლის გახსნას – ვერა. 2023 წელს ახალ ზოოპარკში აშენდა ზამთრის რამდენიმე ვოლიერი და ვეტკლინიკა, მათ შორის, დახურული შენობა დიდი კატებისთვის, რომელიც ცხოველებისთვის საჭირო ყველა აუცილებელ კომპონენტს მოიცავს, კერძოდ, გათვალისწინებულია საიზოლაციო და საკარანტინო სივრცეები, სამედიცინო ოთახები და სხვა. უსახსრობის გამო ამ შენობების დამთავრებას და გარე ვოლიერების მოწესრიგებას ვერ ვახერხებთ, რის გამოც იძულებულნი ვხდებით, შეფარებული ცხოველები ძველი ზოოპარკის ტერიტორიაზე, მათ შორის, ეგზოტარიუმსა და ადმინისტრაციულ შენობაში შევიკედლოთ და პერიოდულად ადამიანების სამუშაო სივრცეები ცხოველების ინტენსიური თერაპიის კაბინეტებად გადავაკეთოთ, რაც, რაღა დაგიმალოთ და, არც ისე მოსახერხებელია. უბრალოდ სხვა გზა არაა. მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად ბოკვრის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მას მაინც ესაჭიროება 24-საათიანი ზედამხედველობა. შეგახსენებთ, რომ ზოოპარკში შემოყვანისას ბოკვერს არაერთი პრობლემა ჰქონდა. შესაბამისი გამოკვლევების საფუძველზე მას დაუდასტურდა საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები, პნევმონია, კუნთების დისტროფია, ზრდაში ჩამორჩენა, რაქიტი და ა.შ. ჩვენი ვეტექიმების ძალისხმევის შედეგად მისი კრიტიკული მდგომარეობიდან გამოყვანა შევძელით, მაგრამ ლომს დღემდე უტარდება მედიკამენტური მკურნალობა და რისკებისგან თავის დასაზღვევად ფაქტობრივად არც ერთი წუთი არ რჩება მარტო. არც დღისით და არც ღამით. ვეტექიმების ოთახში სამედიცინო მომსახურებას ზოოპარკის სხვა ცხოველებს უწევენ. იქ ბოკვერს ვერ გავაჩერებთ, – ასეთია ზოოპარკის ადმინისტრაციის განმარტება. მათივე ინფორმაციით, ბოკვერს ქცევის სპეციალისტის მეთვალყურეობა და განსაკუთრებული კვება სჭირდება. “ვეტექიმის მეთვალყურეობისა და მედიკამენტური მკურნალობის გარდა ბოკვერს მუდმივად ესაჭიროება ქცევის სპეციალისტის დაკვირვება. შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე თანამშრომლები ცხოველის ქცევას 24 საათის განმავლობაში აკვირდებიან, რათა საგანგაშო ნიშნების შემჩნევის შემთხვევაში ვეტექიმს აცნობონ და სათანადო რეაგირება მოახდინონ. უფრო მარტივად რომ აგიხსნათ, დაახლოებით ისეა, როგორც საავადმყოფოს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში: პაციენტის ზოგად მდგომარეობას მთავარი ექიმი აკონტროლებს, მაგრამ მუდმივ ზედამხედველობას მედდები უზრუნველყოფენ. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზოოპარკის დირექტორი გახლავთ ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, ცხოველთა ქცევისა და ეკოლოგიის სპეციალისტი და ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის (IUCN/SSC) წევრი. ცხოველთა ქცევის შესწავლა მისი პროფესიაა და უკეთეს ეთოლოგს (ცხოველთა ქცევის სპეციალისტი) ბოკვერზე დასაკვირვებლად ვერც ვიპოვიდით. ბოკვერს კვების მკაცრი რეჟიმი აქვს: მას სამ საათში ერთხელ ვკვებავთ. ამჟამად კატებისთვის განკუთვნილ სპეციალურ რძეს მიირთმევს და უკვე ხორცისა და ღვიძლის ფარშიც დავუმატეთ. ჭამის შემდეგ პერიოდულად მუცლის მასაჟი ესაჭიროება (გაზების გამოსათავისუფლებლად). როდესაც ბოკვერი დედასთან იზრდება, კვების შემდეგ დედა მუცელს ულოკავს და ამგვარად პერისტალტიკის გაძლიერებას უწყობს ხელს. ამ შემთხვევაში დედის ჩანაცვლება ჩვენ გვიწევს. დღეში რამდენჯერმე ვასეირნებთ ეზოში. გაგვყავს მზის გულზე და იქაც ვაძლევთ სირბილისა და თავის შექცევის შესაძლებლობას.” – განმარტავენ ზოოპარკის ხელმძღვანელობაში და ავრცელებენ შესაბამის ფოტომასალაც: ზოოპარკის ადმინისტრაციაში განმარტავენ იმასაც, რომ ამჟამად ზოოპარკს არ ჰყავს ისეთი გარეული ცხოველი, რომელთანაც ლომის ბოკვერი უსაფრთხოდ შეძლებდა თანაცხოვრებას. “კონკრეტულად ლომებს რაც შეეხება, გვყავს 7 ზრდასრული თეთრი ლომი: დედა, მამა და მათი ნაშიერები. ზოგადად, ლომების პრაიდში (ოჯახში) ნებისმიერი ახალი ლომის შესვლა დიდი პრობლემაა, მით უფრო, თუ ეს ახალი – უცხო ბოკვერია. მათთან ამ ბოკვრის შეშვება ტრაგიკულად დასრულდება,” – განმარტავენ ზოოპარკში და იქვე დასძენენ, რომ ლომი სოციალური ცხოველია და მისთვის სოციალური ურთიერთობები აუცილებელია. მათივე ახსნით, მარტოობაში გაზრდილ სოციალურ ცხოველებს სოციალურ იზოლიანტებს უწოდებენ. იზოლაცია მერე და მერე საკმაოდ პრობლემურად ვლინდება – ცხოველს ნევროზის სხვადასხვა ფორმა და სტერეოტიპული ქცევა უყალიბდება. ასეთ შემთხვევებში საუკეთესო გამოსავალი სხვა სახეობის ცხოველებთან თანაცხოვრებაა, მაგრამ თუ მსგავსი პრაქტიკის განხორციელება შეუძლებელია (როგორც, მაგალითად, ჩვენი ბოკვრის შემთხვევაში), შეიძლება სუროგატების გამოყენება. “ბოკვრის სუროგატებად ამჟამად ჩვენი ძაღლები, დირექტორის კაბინეტში დასაქმებული ბიმბო და ლომის აღზრდაში გამოცდილი კარაკულა, გვევლინებიან. გახსოვთ ალბათ ჩვენი კარაკულა, რომელიც შუმბასთან ერთად იზრდებოდა. მართალია კარაკულამ ბრძანა, უკვე დავბერდი და ლომების ნერვები აღარ მაქვსო, მაგრამ მაინც ახერხებს ბოკვერთან გარკვეულ კომუნიკაციას. გარდა ამისა, ლომის სოციალიზაციაში მონაწილეობენ ჩვენი ცხოველთა ქცევის სპეციალისტები. ისინი ბოკვერს თამაშში ჰყვებიან და, გარკვეულწილად, ანაცვლებენ მისთვის საჭირო სოციალურ ურთიერთობებს. ადრეც აღვნიშნეთ, რომ ცხოველი და, მით უმეტეს, გარეული ცხოველი, სათამაშო არ არის და ის ჩვენს თავშესაქცევად არ უნდა ვაქციოთ. ჩვენი ბოკვრის შემთხვევაში ჩვენ, ადამიანები, ზოოპარკის თანამშრომლები, ვართ მისი სათამაშოები. ლომი პატარაა და მისთვის, როგორც ყველა პატარისთვის, თამაში აუცილებელია. თამაშის ელემენტები მისი განვითარებისა და სრულყოფილი ქცევის ჩამოყალიბების საფუძველს წარმოადგენს. ლომს თამაში არ უნდა შეეზღუდოს და, ამასთან, ამ პროცესში უნდა მონაწილეობდეს ცხოველების ქცევის მცოდნე სპეციალისტი, რომელიც ცხოველის ინტერესებსაც გაითვალისწინებს და უსაფრთხოების ნორმებსაც დაიცავს. ჩვენი ბოკვერი, ასაკისა და სისაყვარლის მიუხედავად, უკვე საკმაოდ გემრიელად იკაწრება და იკბინება,” – აცხადებენ ზოოპარკის ადმინისტრაციაში და იმასაც დასძენებ, რომ ბოკვრის მდგომარეობის მართვაში ეხმარება ლაიფციგის ზოოპარკის ყოფილი მთავარი ვეტექიმი, ლომების კონსერვაციის სფეროს ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა მსოფლიოში, კლაუს ოლენბერგერი. აქვთ კონსულტაციები „ევროპის ზოოპარკებისა და აკვარიუმების ასოციაციის“ სპეციალისტებთან, მათ შორის, ლომთან დაკავშირებულ სამომავლო გეგმებზეც. ეკონტაქტებიან ვეტექიმებს სამხრეთ აფრიკაშიც. კითხვაზე რატომ არ/ვერ უშვებენ ცხოველს ბუნებაში, ანუ მისთვის ენდემურ გარემოში, ზოოპარკის ადმინისტრაცია პასუხობს, რომ გარეული ცხოველის რეინტროდუქცია (ბუნებაში დაბრუნება) ერთ-ერთი ყველაზე რთული საკითხია ბიოლოგიაში. ზოგადად, ტყვეობაში, ადამიანების გვერდით გაზრდილი გარეული ცხოველის და, მით უმეტეს, მტაცებლის ბუნებაში დაბრუნება პრობლემური საკითხია, რადგან ასეთმა ცხოველმა არ იცის დამოუკიდებლად საკვების მოპოვება (რადგან ნადირობის ადრეული გამოცდილება არ ჰქონია), თავის გადარჩენა და ადამიანისგან განრიდება. მისთვის ადამიანი ჩვეული სოციალური გარემოს ნაწილია. ის ადამიანს არ აღიქვამს, როგორც მტერს. “კონკრეტულად ლომს რაც შეეხება, ლომების მსოფლიო პოპულაცია კატასტროფულ მდგომარეობაში არ არის, ამიტომ მათ შემთხვევაში ძირითადად არა რეინტროდუქციას, არამედ კონსერვაციულ ტრანსლოკაციას, ანუ ერთი ადგილიდან მეორეზე გადაყვანას, მიმართავენ. გაუგებარი, რთული სიტყვების რახარუხი რომ არ გამოგვივიდეს, ადვილად ავხსნით: თუ სახეობას გადაშენების საფრთხე ემუქრება, მეცნიერებს უღირთ მრავალწლიანი წვალება და ტყვეობაში გაზრდილი ინდივიდების ქცევის მოდიფიკაცია იმისთვის, რომ ცხოველებმა ველურ ბუნებაში დამოუკიდებლად ცხოვრება შეძლონ. აქაც არსებობს რისკი, რომ ისინი ბუნებაში ვერ გადარჩნენ, მაგრამ როცა სახეობა კრიტიკულ საფრთხეშია, ჩიტი ბრდღვნად ღირს. ლომი არ არის კრიტიკულ საფრთხეში, ამიტომ ამ სარისკო და საწვალებელ საქმიანობას იშვიათად მიმართავენ და ტყვეობაში დაბადებული ლომები, ძირითადად, ადამიანის მიერ კონტროლებად შემოსაზღვრულ სივრცეში რჩებიან,” – ამბობენ ზოოპარკის ხელმძღვანელობაში და იმასაც ამატებენ, რომ როცა ბოკვერი წამოიზრდება იცხოვრებს თბილისის ახალ ზოოპარკში, სადაც უკვე დაწყებულია კონკრეტულად მისთვის შესაფერისი სივრცის კეთილმოწყობა. მათივე თქმით, ეს დაგეგმილი არ ჰქონდათ, მაგრამ მოუწიათ მის თავშესაფარზე ზრუნვა, რისთვისაც არსებული რესურსის გადანაწილება მოუწევთ. “თუ რომელიმე კომპანიას ან ფიზიკურ პირს ფინანსური დახმარების სურვილი ექნება, მხოლოდ გაგვიხარდება. ზოოპარკში გვაქვს ცხოველების მეურვეობის პროგრამაც და ნებისმიერ მსურველს შეუძლია თავისი წვლილის შეტანა ჩვენი ბინადრების კეთილდღეობაში,” – განმარტავენ ზოოპარკის ხელმძღვანელები. “აგრო სიახლეებმა” ლაშა ბექაურს მისწერა, ხომ არ აპირებს ზოოპარკისთვის ფინანსური დახმარების აღმოჩენას მის მიერ ჩაბარებული ბოკვერის ვოლიერის კეთუილმოსაწყობად, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია. ვცდილობთ დავუკავშირდეთ მობილურზეც, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონი არც მობილურზე გვპასუხობს. მასთან საზოგადოებას სხვა კითხვებიც აქვს: მაგალითად როგორ აღმოჩნდა მის ხელში ბოკვერი და ფლობს თუ არა რამე ტიპის დოკუმენტაციას, რის ფლობასაც კანონი ავალდებულებს მოქალაქეს, ქვეყნის საზღვარზე შემოიყვანოს გარეული ცხოველი. ეს ლეგიტიმური კითხვა მის მიმართ მაშინვე გაჩნდა, როცა ის საკუთარი ავტომობილით ბოკვერს ასეირნებდა და ამის ამსახველი ვიდეოთი სოციალურ ქსელში თავს იწონებდა. “ცხოველი არ არის სათამაშო. მაშინაც კი, როცა ოჯახი ძაღლის, კატის, თუთიყუშის ან ნებისმიერი სხვა შინაური ცხოველის აყვანას გეგმავს, გათვალისწინებული უნდა იქნას ყველა ფაქტორი: ის, რომ ცხოველს სჭირდება მისთვის შესაბამისი გარემო, კვება, ვეტმომსახურება, ყურადღება და სხვადასხვა აქტივობა. გვაქვს კი ამ ყველაფრის უზრუნველყოფის საშუალება? ხშირია შემთხვევები, როდესაც ოჯახი ვეღარ უვლის ცხოველს და უწევს მისი გაჩუქება ან, უარეს შემთხვევაში, ქუჩაში გაშვება. გარეულ ცხოველებზე აღარაფერს ვამბობთ… ჩვენ, ადამიანებს, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ცხოველს აქვს ინტელექტი, ემოციები და გრძნობები. გართობის მიზნით აყვანილი და თავიდან მოშორებული ცხოველის ბედი ყოველთვის ტრაგიკულია,” – განმარტავენ ზოოპარკის ადმინისტრაციაში. რა კითხვები და პრეტენზიები აქვთ გარემოსდამცველებს ამ საკითხზე სახელისუფლებო უწყებების მიმართ და რაზე დაყრდნობით ამტკიცებენ გარეული ცხოველის საქართველოში კონტრაბანდით შემოყვანაზე, “აგრო სიახლეების” ახალი გადაცემის მომზადებამდე, გაეცანით “აგროგარემო TV-ის” სტატიას. 👇