Skip to content Skip to footer

აგრო სიახლეები – გადაცემა 20 (სეზონი 15)

🔴 ლაშა ბექაურმა ლომის ბოკვერი ზოოპარკს 26 დეკემბერს გადასცა და მაშინ ექსპერტულ საზოგადოებაში გაჩენილი კითხვები ამ დრომდე, თვეზე მეტი დროის გასვლის შემდეგაც, უპასუხოდაა. არცერთი პასუხისმგებელი უწყება უხსნის საზოგადოებას, როგორ მოხვდა ცხოველი საქართველოში და მიეცა თუ არა საქმეს ძიების კვალიფიკაცია? შსს, გარემოს დაცვის სამინისტრო, შემოსავლების სამსახური თითს ერთმანეთისკენ იშვერენ. პასუხისმგებლობას კი საქმეზე არავინ იღებს. გარეული ცხოველის საზღვრის კვეთის საკანონდებლო პროცედურები და მისი შინ ყოლის რისკები “აგროსიახლეების” პირველ ნაწილში, მეორე ნაწილში კი ზოოპარკის დანიშნულებაზე გიყვებით. სად გადის ზღვარი ცხოველთა უფლებებსა და სახეობების გადარჩენა-შენარჩუნებას შორის, რაც კლიმატის ცვლილების რისკების ფონზე ზოოპარკების უმთავრესი მისია ხდება.

გადაცემაში მონაწილე რესპონდენტები:

ზურაბ გურიელიძე – თბილისის ზოოპარკის დირექტორი.

კახა არცივაძე – „ნაკრესის“ ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენების პროგრამის კოორდინატორი.

🔴უყურეთ აგროგარემო TV – ზე გადაცემა “აგრო სიახლეებს” ბელა გელაშვილთან ერთად მაუწყებელთა ალიანსის რეგიონულ არხებზეც.
სილქ TV– 284
მაგთი TV – 57
ახალი TV – 276
Myvideo; ახალი ქსელებისა და სხვა IP და საკაბელო მაუწყებლების ეთერით. 👇