Skip to content Skip to footer

დიდი ბრიტანეთი ენერგოტრანზიციის ახალ ეტაპზე გადადის – რას ნიშნავს ეს

დიდი ბრიტანეთი ენერგოტრანზიციის ახალ ეტაპზე გადადის. ქვეყანა ქარისა და მზის ენერგიის გამომუშავებას უპრეცენდენტოდ ზრდის, ხოლო წიაღისეული საწვავის მოპოვების მინიმიზაციას ცდილობს.

კვლევებით დასტურდება, რომ წიაღის სექტორში დასაქმებული ადამიანების 90%-ის კომპეტენცია მწვანე ტრანზიციისთვის რელევანტურია.

ამიტომაც გაერთიანებული სამეფოსა და შოტლანდიის მთავრობებმა ახალი პროფესიული პასპორტები შემოიღეს, რომლებიც ნავთობისა და გაზის სექტორში დასაქმებულებს სუფთა ენერგიის მიმართულებით დასაქმებაში დაეხმარება. ნავთობისა და გაზის სექტორში დასაქმებულებს “პროფესიული პასპორტების” აღება ციფრულად, ონლაინ რეჟიმში შეეძლებათ. ვებგვერდზე ინტეგრირებული ხელსაწყო კი სამსახურების მოძებნაში დაეხმარებათ, როგორც მშენებლობის, ასევე მონიტორინგისა და საოპერაციო მიმართულებებით. კერძოდ, ხელსაწყო დასაქმების მსურველებს უჩვენებს, რომელ მწვანე პროექტს ერგება ყველაზე მეტად მათი კომპეტენცია.

ბრიტანეთის ლეიბორისტული მთავრობა თითქმის €5-მილიონიან ინვესტიციას ითვალისიწნებს წიაღის სექტორში დასაქმებული ადამიანების მიგრირებისთვის ქვეყნის ენერგეტიკის სექტორისთვის ოთხ მთავარ რეგიონში.

4 რეგიონი, რომლებიც მთავრობამ სექტორის განვითარებისთვის ყველაზე მნიშვნელოვნად მიიჩნია, €1-მილიონიან დაფინანსებას მიიღებენ მწვანე პროექტების განხორციელებისთვის.

შოტლანდიის მთავრობის €4.3-მილიონიანი დაფინანსებით, პროფესიული დოკუმენტები მიმდინარე წლის მეორე ნახევარში გამოიცემა.

გაერთიანებული მთავრობის მიზანია, 2030 წლისთვის მისი ელექტროენერგიის 95% მწვანე რესურსებიდან გენერირდებოდეს.

განმარტება რედაქციისგან: კლიმატის გლობალური ცვლილება თანაბრად აზარალებს მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანას. განსაკუთრებულად მოწყვლადი ამ მხრივ განვითარებადი ქვეყნებია, რადგან მათ კლიმატის შერბილბა-ადაპტაცია-მიტიგაციისთვის ფინანსური რესურსი არ აქვთ. სოფლის მეურნეობა კი კლიმატსა და ამინდზე ყველაზე მეტადაა დამოკიდებული. ამიტომაც, “აგრო სიახლეები” კლიმატგონივრულ რეპორტინგს წლებია დიდ ყურადღებას უთმობს, ანუ, მუდმივად ამახვილებს მკითხველისა და მაყურებლის ყურადღებას კლიამტის ცვლილებაზე, ეკოლოგიაზე, გარემოს დაცვაზე, ნარცენების მართვაზე, რეციკლირებად ცირკულარულ ეკონომიკაზე, აგროქიმიის დოზირებულ გამოყენებაზე, ბიოსასუქების უპირატესობაზე, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება-კონსერვაციის საკითხებზე, სტიქიური მოვლენების საფრთხეებზე და რეაგირების გეგმის აუცილებლობაზე,ნებისმიერი ტიპის მშენებლობაში გარემოზე ზემოქმედების გეგმის (გზშ) სრულფასოვნების აუცილებლობაზე, მწვანე ენერგიებზე, ბიოწარმოებაზე, აგროტურიზმზე, ეკოტურიზმზე, კლიმატოგინვრულ სოფლის მეურნეობასა და ყველაფერზე, რაც ჯანსაღ აგროგარემოს უკავშირდება. ამ საკითხებზე გიყვებით ადგილობრივ ამბებსაც და გთავაზობთ მსოფლიოს გამოცდილებასაც იმისთვის, რომ გაიგოთ, რა ხდება, ამ მხრივ, განვითარებულ ქვეყნებში და სად ვართ ჩვენ.