2025 წლის იანვარი რეკორდულად ცხელი აღმოჩნდა არა მხოლოდ უკრაინისთვის, ციმბირისა და რუსეთის დასავლეთ ნაწილისთვის, არამედ მთელი პლანეტისთვის. ევროკავშირის კლიმატური ცენტრის (C3S) მონაცემებით, საშუალოზე მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა ევროპის სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილში, კანადაში, ალასკაზე, სამხრეთ ამერიკაში, აფრიკაში, ავსტრალიასა და ანტარქტიდაზე.
გლობალური დათბობა ჩქარდება
იანვარში დედამიწის საშუალო ტემპერატურა ინდუსტრიულ ეპოქამდე არსებულ დონეს 1.75°C-ით აღემატებოდა. ეს უკვე ზედიზედ მე-18 თვეა, როდესაც მსოფლიო ტემპერატურამ 1.5°C-ს გადააჭარბა – ზღვარს, რომლის დაცვასაც ყველა ქვეყანა “პარიზის შეთანხმებით” ცდილობს.
თუმცა, მიუხედავად ზოგადი დათბობისა, ამ პერიოდში ყველა რეგიონში არ იყო მაღალი ტემპერატურა. მაგალითად, აშშ-ში იანვრის სიცივე იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ დონალდ ტრამპის ინაუგურაცია ღია სივრციდან შენობაში გადაიტანეს. ასევე, მკაცრი ყინვები დაფიქსირდა ჩუკოტკაზე და კამჩატკაზე, ხოლო ახლო აღმოსავლეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის კონტინენტურ ნაწილში ტემპერატურა საშუალოზე დაბალი იყო.
ევროპა სიცივეს ებრძვის – გაზის მოხმარება იზრდება
ევროპაში განსაკუთრებით ცივი იანვარი იყო. ბრიტანეთში და საფრანგეთში მოსახლეობა დროს გათბობის ბატარეებთან ატარებდა, რამაც გაზის მოხმარება მნიშვნელოვნად გაზარდა.
1-ელ თებერვალს ევროპული გაზსაცავები მხოლოდ 53%-ით იყო შევსებული და თითქმის მიაღწია ევროკომისიის მიერ დადგენილ კრიტიკულ 50%-იან ზღვარს.
ევროკავშირის რეკომენდაციით, 1-ელ მაისისთვის მარაგი 30%-ზე არ უნდა ჩამოსულიყო, რათა მომდევნო ზამთრისთვის შესაძლებელი ყოფილიყო გაზსაცავების 90%-ით შევსება. თუმცა, ენერგეტიკული კრიზისის ფონზე, ბრიუსელი ახლა გაზის მარაგების მართვის ახალი სტრატეგიის განხილვას იწყებს.
ევროპა სულ უფრო მეტად დამოკიდებული ხდება ბუნებრივ გაზზე, რომლის ფასიც ბაზარზე მოთხოვნის მიხედვით განისაზღვრება. ადრე ზაფხულში გაზი იაფი იყო და ქვეყნები მარაგს წინასწარ ავსებდნენ, ხოლო ზამთარში, როდესაც ფასები იზრდებოდა, მის გამოყენებას იწყებდნენ. ახლა, მომავალი ზაფხულისთვის თხევადი გაზის მიწოდების კონტრაქტები უფრო ძვირია, ვიდრე მომავალ ზამთარში, ამიტომ საცავის ტევადობით შევსება აღარ გამოიყურება ისე მიმზიდველად.
წყარო: BBC
ცნობისთვის, მიუხედავად იმისა, რომ წყნარ ოკეანეში ჩამოყალიბდა “ლა-ნინია” – ბუნებრივი ფენომენი, რომელიც, წესით, ტემპერატურას ამცირებს – მიმდინარე წლის იანვარმა კიდევ ერთი საგანგაშო ნიშნული გადალახა. რა არის ლა ნინია? – წაიკითხეთ “აგრო სიახლეების” სტატია 👇
განმარტება რედაქციისგან: მიუხედავად იმისა, რომ ელ ნინიას რისკი საქართველოში მინიმალურია, კლიმატის გლობალური ვცლილება თანაბრად აზარალებს მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანას. განსაკუთრებულად მოწყვლადი ამ მხრივ განვითარებადი ქვეყნებია, რადგან მათ კლიმატის შერბილბა-ადაპტაცია-მიტიგაციისთვის ფინანსური რესურსი არ აქვთ. სოფლის მეურნეობა კი კლიმატსა და ამინდზე ყველაზე მეტადაა დამოკიდებული. ამიტომაც, “აგრო სიახლეები” კლიმატგონივრულ რეპორტინგს წლებია დიდ ყურადღებას უთმობს, ანუ, მუდმივად ამახვილებს მკითხველისა და მაყურებლის ყურადღებას კლიამტის ცვლილებაზე, ეკოლოგიაზე, გარემოს დაცვაზე, ნარცენების მართვაზე, რეციკლირებად ცირკულარულ ეკონომიკაზე, აგროქიმიის დოზირებულ გამოყენებაზე, ბიოსასუქების უპირატესობაზე, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება-კონსერვაციის საკითხებზე, სტიქიური მოვლენების საფრთხეებზე და რეაგირების გეგმის აუცილებლობაზე,ნებისმიერი ტიპის მშენებლობაში გარემოზე ზემოქმედების გეგმის (გზშ) სრულფასოვნების აუცილებლობაზე, მწვანე ენერგიებზე, ბიოწარმოებაზე, აგროტურიზმზე, ეკოტურიზმზე, კლიმატოგინვრულ სოფლის მეურნეობასა და ყველაფერზე, რაც ჯანსაღ აგროგარემოს უკავშირდება. ამ საკითხებზე გიყვებით ადგილობრივ ამბებსაც და გთავაზობთ მსოფლიოს გამოცდილებასაც იმისთვის, რომ გაიგოთ, რა ხდება, ამ მხრივ, განვითარებულ ქვეყნებში და სად ვართ ჩვენ.