გურიაში სიტუაცია უკვე ძალიან მძიმეა, მაგრამ, კლიმატის საკითხებზე მომუშავე სპეციალისტები კიდევ უფრო დიდ საფრთხეზე საუბრობენ. მათი მტკიცებით, არსებობს რისკი, რომელმაც შესაძლოა კიდევ უფრო დაამძიმოს გურულების ყოფა და უფრო დიდი საფრთხე შეუქმნას ადამიანების სიცოცხლეს. ეს არის უხვი ნალექის ფონზე საშიში გეოლოგიური პროცესების განვითარების საფრთხე.
გარემოს ეროვნული სააგენტო ყოველწლიურად ამზადებს საინფორმაციო ბიულეტენს ქვეყანაში გასულ წელს სტიქიური გეოლოგიური პროცესების განვითარების შედეგებისა და შემდეგი წლის პროგნოზის თაობაზე. ბიულეტენში აღწერილია გეოლოგიური პროცესებით დაზიანებული უბნები და მოცემულია ინფორმაცია საჭირო დამცავი ღონისძიებების შესახებ. სააგენტო თავის ვებგვერდზე უთითებს, რომ „ბიულეტენში ასახული ინფორმაცია უმნიშვნელოვანესია განვითარებული სტიქიური გეოლოგიური პროცესების მართვისთვის, რაც გულისხმობს შესაბამისი უწყებების მიერ სწრაფ და კოორდინირებულ მუშაობას, სალიკვიდაციო სამუშაოებში მათ მყისიერ ჩართულობას და მოსახლეობის დროულ ინფორმირებას“.
სააგენტოს ჯერ არ აქვს გამოქვეყნებული 2025 წლის პროგნოზი, თუმცა ხელმისაწვდომია გასული წლის ბიულეტენი, რომლის თანახმად 2024 წელს სტიქიური პროცესების გააქტიურებაში ძირითადი მაპროვოცირებელი ფაქტორების (გეოლოგიური, ტექტონიკური, მორფოლოგიური, კლიმატური და ანთროპოგენური) გავლენით გურიის მხარეში სხვადასხვა საშიში გეოლოგიური პროცესების გააქტიურება მოსალოდნელი იყო შემდეგ სოფლებში:
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი – შრომა, ნატანები, ძიმითი, გურიანთა, მერია, მთისპირი, კონჭკათი, თხინვალი, ჯუმათი, სილაური, მაკვანეთი და სხვა.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში – მამათი, აცანა, აკეთი, ჩოჩხათი, ლესა, ნინოშვილი, შუხუთი, წყალწმინდა, ომფარეთი, კოკათი, გულიანი, ხორეთი, ჯიხანჯირი, ტელმანი, ჩიბათი, არჩეული, მოედანი, ორმეთი და სხვა.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში – ხიდისთავი, ბუკისციხე, დიდი ვანი, კოხნარი, საჭამიასერი, ნაბეღლავი, ამაღლება, გოგოლესუბანი, ზომლეთი, ქვენობანი, ფარცხმა, ჯვარცხმა, ზომლეთი, ერკეთი და სხვა.
ფოტოებზე მოცემულია ოზურგეთის, ლანჩხუთის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე განვითარებული გეოლოგიური პროცესების საშიშროების რისკის ზონაში მოქცეული ობიექტები და სააგენტოს მიერ რეკომენდირებული გასატარებელი დამცავი ღონისძიებები.


























ამონარიდი ბიულეტენიდან გურიის მხარისთვის შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ ბმულიდან: https://drive.google.com/…/1QjUVn…/view
პრობლემა აქტუალურია ქვეყნის მასშტაბით და სრული ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია საინფორმაციო ბიულეტენში – „საქართველოში 2023 წელს სტიქიური გეოლოგიური პროცესების განვითარების შედეგები და პროგნოზი 2024 წლისთვის“. ბიულეტენი ხელმისაწვდომია:
გარემოს ეროვნულის სააგენტოს ვებ-გვერდზე: https://nea.gov.ge/Ge/News/1253
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ვებ-გვერდზე: https://eiec.gov.ge/Ge/Documents/ViewFile/2895
სტატია მომზადებულია ნინო გუჯარაიძის ფეისბუქპოსტიდან.