რა უნდა ქნათ, თუ თქვენი სახლის სახურავზე თოვლის მასა საშიშ ზღვარს უახლოვდება? – ესაა კითხვა, რომელიც მოქალაქეებისგან ჩვენს რედაქციას “ინბოქსში” შემოდის. შეგახსენებთ, რომ თქვენი უფლებაა დახმარებისთვის მიმართოთ ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულს და მათი ვალდებულებაა აღმოგიჩინონ დახმარება, თუმცა, დიდი ალბათობით, მათგან დახმარებას ვერ მიიღებთ, ან დაგვიანებით მიიღებთ (ამას ადასტურებსთავად მოქალაქეებისვე მონაწერი წერილები). ამ შემთხვევაში, შეგვიძლია გირჩიოთ შემდეგი: გურიაში დიდთოვლობის შედეგად დაზარალებულების დასახმარებლად სპეციალური ჯგუფი სოციალურ ქსელში, რომლის მოსაძებნად უნდა აკრიბოთ “მოხალისეები გურიისთვის”. ამ ჯგუფში როგორმე უნდა დაპოსტოთ თქვენი საჭიროება. ასევე შექმნილია ვებგვერდი – Moxalise.ge შეიქმნა. შექმენით ტელეგრამი და შეუერთდით ჯგუფში – @guria_sos, ამის შემდეგ მოიწერეთ სად გჭირდებათ დახმარება. დახმარებას ვინც ითხოვთ, გთხოვთ, რაიონის დაწერამდე გამოიყენოთ ჰეშთეგი # (მაგ. #ოზურგეთი) ან დააკომენტარეთ Nakaidze Nini-ს პოსტების ქვეშ, თითო რაიონს ცალკე პოსტი აქვს. ინფორმაცია უნდა იყოს ძალიან კონკრეტული და კარგად აღწერილი: (ადგილმდებარეობა/სახელი/ტელეფონი/ Google Maps-ის ლინკი/და აღწერა)”, – წერს ლინა მხითარიანი ჯგუფში „მოხალისეები გურიისთვის“.
კლიმატის საკითხებზე მომუშავე სპეციალისტი გიორგი მუხიგული კი მოსახლეობას, ასევე სახელმწიფო უწყებებს შეფასებით, სტიქიაზე რეაგირების გეგმა არ არსებობს და, შესაბამისად, არც სისტემაა ამ მხრივ გამართული. მუნიციპალიტეტების კომპეტენცია, ტექნიკური და ფინანსური რესურსი არასაკმარისია. არც კი იციან, როგორ იმოქმედონ ასეთ საგანგებო ვითარებაში. მოხალისეების თვითორგანიზებული სამოქალაქო ჯგუფის რესურსები შეზღუდულია. მუნიციპალიტეტები ცხოვრობენ სტიქიიდან სტიქიამდე, გამოცდილება არაფერს ასწავლით. ელემენტარული, მონაცემებიც კი არ გროვდება ადგილობრივ მაცხოვრებლებზე და მათ საჭიროებებზე.
“ახლა ამ დიდთოვლობის ფონზე ჩანს, რა ისწავლეს სახელმწიფო სტრუქტურებმა ამ კატასტროფის შემდეგ – ქმედითი ვერაფერი, სამწუხაროდ. ამ პროცესების მართვა არაა მარტივი, თუმცა არც რთულია, როცა ამისი პოლიტიკური და ადამიანებზე ზრუნვის ნება არსებობს. […] თვითონ ადგილზე თემის მზაობა ცალკე პრობლემაა. სოფლებში სიღარიბე, ინფრასტრუქტურის გაუმართაობა… მამაკაცემის უმეტესობა ემიგრირებული… ხომ იცით, სოფლებში მოხუცები ცხოვრობენ ან სრულად ქალებს აქვთ გადაბარებული ოჯახზე ზრუნვის და უსაფრთხოების პასუხისმგებლობა. ახლა ამხელა თოვლს ეს ადამიანები უმკლავდებიან,” – ამბობს გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების ექსპერტი მარიამ დევიძე.
სპეციალისტები მტკიცებითვე, დიდთოვლობასთან ერთად, გურიაში არსებობს რისკი, რომელმაც შესაძლოა კიდევ უფრო დაამძიმოს გურულების ყოფა და უფრო დიდი საფრთხე შეუქმნას ადამიანების სიცოცხლეს. ეს არის უხვი ნალექის ფონზე საშიში გეოლოგიური პროცესების განვითარების საფრთხე. დეტალები წაიკითხეთ აქ 👇