კლიმატის ცვლილება ჩვენს ცხოვრებაში სხვადასხვაგვარად აისახება, უკიდურესად მაღალი ტემპერატურით, სიცხითა და გვალვით, ან, პირიქით, უკიდურესად დაბალი ტემპერატურით, ყინვებითა და უხვი ნალექით, ინტენსიური და მიჯრითი წვიმებით, ან ძლიერი თოვლით, რაც ინფრასტრუქტურულ, უფრო მეტიც, სასიცოცხლო რისკებს აჩენს. 20 იანვრიდან გურიასა და აჭარაში, ზოგადად დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობა ამის ნათელი მაგალითია.
უხვი ნალექი პრობლემებს აჩენს სოფლის მეურნეობაშიც და გამონაკლისი არც მეფუტკრეობაა. როგორც აჭარაში, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ქიძინიძეების მკვიდრი, მეფუტკრე, ირაკლი აბაშიძე “აგროგარემო TV-ის” უხსნის, იმ შემთხვევაში თუ ფუტკარს სკიდან შორ მანძილზე უწევს ყვავილისთვის ფრენა და გზაში წვიმა მოუსწრებს, დატვირთულს წვიმაში უკან დაბრუნება უჭირს და ხშირად იღუპება.
წვიმის გარდა, პრობლემაა თოვლიც, დიდთოვლობა და თუ ამას ყინვაც თან ერთვის, ეს რისკები საგანგაშო ხდება. წელს დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობა სტიქიად იქცა, რამაც საფუტკრეებზეც იმოქმედა. როგორც წესი, საფუტკრეების მოწყობას მეფუტკრეები ცდილობენ ტყესთან ახლოს, დასახლებული პუნქტის მოშორებით, რომ ფუტკარს სამუშაო ჰქონდეს და თაფლიც მაქსიმალურად ეკოლოგიურად სუფთა გამოვიდეს. მაშინ როცა მოსულმა ნალექმა დასახლებებში 2 მეტრს გადააჭარბა, მტაში, სადაც საფუტკრეებია, კიდევ უფრო დიდი თოვლია. ამიტომ, მეფუტკრეებს ფეხით მოუწიათ გაუკვალავ წელამდე თოვლის გაკვალვა და საფუტკრემდე მისვლა, რომ დაეხედათ, რა უჭირს ფუტკარს.
საქმე ისაა, რომ ზამთარში ფუტკარი ისვენებს და სკიდან არ გამოდის, თუმცა, როგორც მეფუტკრეები გვეუბნებიან, დაბალი ტემპერატურის დიდხანს გაგრძელების შემთხვევასი არის მისი გაყინვის რისკი. აუცილებელია დიდთოვლობისას სკებს ჰქონდეთ საფრენები გათავისუფლებული და არ იყოს თოვლით ამოლუქული, რომ სკაში ნალექი არ დაგროვდეს. ამ ყველაფრის გადასამოწმებლად მეფუტკრე ლექსო ნასუაშვილი დიდთოვლობის მმიუხედავად 100-ოჯახიან საფუტკრეში ავიდა.
როგორ უნდა მოიქცეს მეფუტკრე თოვლის ზონაში, როგორ ცხოვრობს ფუტკარი ზამთარში, რა უნარი და ჩვევა აქვს ამ საოცარ მწერს, ყინვისა და დიდთოვლობისგან თავდასაცავად? რა პრობლემაა საფუტკრისთვის დიდი თოვლი და დაბალი ტემპერატურა, როგორ რეაგირებს ფუტკარი კლიმატის ცვლილებაზე და ზოგადად, რა ახალი პრობლემები, საზრუნავი და თავსატეხი გაუჩინა შეცვლილმა კლიმატმა მეფუტკრეებს, – „აგრო სიახლეებმა“ ლექსო ნასუაშვილი გამოკითხა.
პრაქტიკა აჩვენებს, რომ შეცვილ კლიმატთან ადაპტირება მეფუტკრეების უმთავრესი საზრუნავი ხდება.
ცნობისთვის, ვალერი ხაბურძანია ათ წელზე მეტია კლიმატის ცვლილებებზე ადაპტირებულ სკებს ამზადებს და, ერთი მხრივ, ფუტკარს კლიმატის ცვლილებასტან ადაპტაციაში ეხმარება და მეორე მხრივ, ქართველ მეფუტკრეებს თაფლის წარმოებას უადვილებს.
კლიმატის ცვლილებამ ფუტკარს ინვაზიური სახეობებიც, კრაზანაც, “გადაამტერა” .
ფუტკრის პოპულაცია მთელ მსოფლიოში მცირდება. ერთ-ერთი მიზეზი კლიმატის ცვლილებაა. ემუქრება თუ არა საფრთხე მთის რუხ ფუტკარს, რომელიც მსოფლიო ჯიშთა შორის გენეტიკური თუ საწარმოო უნარებით გამორჩეული და უნიკალურია? როგორია ფუტკრის როლი აგრარულ ბიომრავალფეროვნებაში?
მეცნიერებს დიდი ხანია განგაში აქვთ, რომ მწერებს, მათ შორის, დამმტვერავებს, მასობრივი გადაშენება ემუქრებათ, რაც, კლიმატის ცვლილებასთან არის კავშირში. პრობლემას კიდევ უფრო ამწვავებს და აჩქარებს აგრომეურნეობებში ქიმიური პესტიციდების აქტიური გამოყენება. ფინელმა მეცნიერებმა გამოიკვლიეს და დაასკვნეს, რომ პესტიციდები ბაზებს (ფუტკრისებრთა ოჯახიდან) ფერების დამახსოვრების უნარს უკარგავს, რაც მათ გამოკვების შესაძლებლობას ამცირებს. ევროკავშირი სოფლის მეურნეობაში დამმტვერავი მწერების დამაზიანებელი პესტიციდების გამოყენებაზე საერთო ევროპულ რეგლამენტს უკვე ამუშავებს.
ფუტკრების გადაშენება საფრთხეს უქმნის ისეთი მცენარეებისა და ხეების არსებობას, რომლებსაც დამტვერვა სჭირდებათ, ასეთი კი 80%-ზე მეტია. სხვათა შორის, ევროკავშირმა ფუტკრის დაცვის ახალი წესები დაამტკიცა: შეიქმნება სპეციალური ეკოლოგიური დერეფნები სპეციალურად იმისთვის, რომ მწერებმა ლოკალური მინდვრების გარდა, მთელ ევროპაში თავისუფლად იფრინონ.
ფუტკრის დაცვის აქტივობები და საკანონმდებლო რეგულაციები ევროპაში.
ფუტკარი, როგორც პოლინატორი და ძირითადი დამამტვერიანებელი მწერი, მოსავლიანობის ზრდის ერთ-ერთი მთავარ და აუცილებელ კომპონენტად სახელდება, რაც პირდაპირ უკავშირდება სასურსათო უსაფთხოებას. როგორ აღინიშნა ფუტკრის საერთაშორისო დღე საქართველოში, კავკასიური ფუტკრის სამშობლოში, სადაც ამ ეტაპზე, მეფუტკრეთა გაერთიანების ინფორმაციით, 13 მილიარდი ფუტკარი ბინადრობს. რა რისკის წინაშე დგება “აგენტების კანონით” ქართული თაფლი, რომელიც საერთაშორისო ბაზარზე თავის დამკვიდრებას და საკუთარი ნიშის მოპოვებას ცდილობს.
ფუტკარი საუკეთესო სინოპტიკოსია – აბსოლუტური სიზუსტით წინასწარ გრძნობს ამინდის ცვლილებას და მისი პროდუქტიულობა, დიდწილად, სწორედ კლიმატზეა დამოკიდებული. რა პრობლემებს უქმნის კლიმატის ცვლილება ფუტკრის ოჯახს და რა უნდა გააკეთოს მეფუტკრემ პროდუქტიულობის შესანარჩუნებლად? რა აუცილებელი ღონისძიებებია გასატარებელი კლიმატგონივრულ საფუტკრეში? სად და რა ეტაპზე სჭირდება მიხმარება ადაპტაციისთვის ქართული ჯიშის მთის რუხ ფუტკარს, რომელიც მაღალი იმუნური თვისებების გამო ადვილად მოერგო შეცვლილ პირობებს.
რა გამოწვევები აქვთ მეფუტკრეებს და სად უჭირს ყველაზე მეტად ქართული თაფლის წარმოებას?