2 მარტიდან სოჭში ოკუპირებული აფხაზეთიდან მიმოზის მიწოდება განახლდა, რომელსაც „ოქროს თაიგულს” უწოდებენ. პიკური მიწოდება თებერვლის ბოლოდან იწყება და მარტის პირველ რიცხვებამდე გრძელდება.
ინფორმაციას „როსსელხოზნადზორის“ სამხრეთ რეგიონთაშორისი სამმართველოს პრესსამსახური ავრცელებს.
მავნებლის აღმოჩენის გამო პროდუქციის მიწოდებაზე შეზღუდვები იყო დაწესებული. 22 თებერვალს რურულმა მხარემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოკუპირებული აფხაზური მიმოზის პარტიაში კალიფორნიული ყვავილოვანი ტრიპსი აღმოაჩინეს და ამი გამო იმპორტი აკრძალა.
იმპორტი დეფაქტო საზღვარზე მცენარეთა კარანტინის სავალდებულო პროცედურას გაივლის.
მიმოზა, ძირითადად, რუსეთის ცენტრალურ რეგიონს მიეწოდება. ყვავილი რუსეთში როგორც კომერციული რაოდენობით, ასევე, პატარა თაიგულებით პირადი მოხმარებისთვის შედის.
თებერვლის მეორე ნახევარში დღეში ფედერაციის საბაჟო კონტროლი 2,6 ტონა აფხაზურმა მიმოზამ გაიარა, ხოლო ყვავილობის სეზონის დაწყებიდან სოჭის მებაჟეებმა 45 ტონაზე მეტი ვერცხლის აკაცია გააფორმეს.
შეგახსენებთ, მყიფე ყვავილს კომერციული ფორმის შენარჩუნებისთვის ტრანსპორტირების განსაკუთრებული პირობები სჭირდება: მიმოზა ყუთებში ჰერმეტულად იფუთება და მისი ტრანსპორტირება დაბალი ტემპერატურის პირობებში ხდება.
ცნობისთვის, საქართველოს ოკუპირებული რეგიონი, აფხაზეთი, რუსეთისთვის მიმოზის ყველაზე დიდი მიმწოდებელია.
ცნობისთვის, აფხაზეთში “მიმოზის მოსავალი”, ანუ ყვავილების სეზონი, ბოლო 2 წლის მსგავსად, თებერვლიდან დაიწყო, მაშინ, როცა მანამდე ყვავილების ექსპორტი თვის შუა რიცხვებიდან იწყებოდა, რაც, ექსპერტების შეფასებით, კლიმატის ცვლილებითაა განპირობებული.