2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ, რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შედეგად, ატმოსფეროში 230 მილიონი ტონა CO2 გაიფრქვა , რაც 31%-ით მეტია, ვიდრე ავსტრიის, უნგრეთის, ჩეხეთისა და სლოვაკეთის წლიური ემისიები ჯამურად.
როგორც Euronews-ი GHG Account of War-ის პროექტზე დაყრდნობით წერს (უკრაინის შეგროვებული მონაცემები) ქვეყანა აპირებს კლიმატური ზიანის გამოწვევისთვის პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისროს.
როგორც კვლევა აჩვენებს, 2024 წელს უკრაინაში ტყის ხანძრის შემთხვევები გახშირდა, რაც, დიდწილად, სწორედ ომმა განაპირობა. მხოლოდ შარშან ტყის ხანძრით დამწვარი ტერიტორიის ფართობი 92 ჰექტარს აჭარბებს, რაც ორჯერ მეტია, ვიდრე 2023 და 2022 წლების საშუალო მაჩვენებელი. ეს იმას ნიშნავს, რომ გაორმაგებულია ხანძრით გამოწვეული ემისიების რაოდენობა და 25.8 მილიონ ტონას აჭარბებს. ხანძრის კერები ძირითადად ომის წინა ხაზებზე ან სასაზღვრო ხაზებთან ახლოს ჩნდება, მიმდინარე საომარი ოპერაციების გამო კი მეხანძრეები ვერ ახერხებენ ცეცხლის ჩაქრობას, რის გამოც ტყის დიდი საფარი ნადგურდება.
სამხედრო აქტივობი ზრდის ემისიებს: – სამხედრო ტექნიკის, ტანკებისა და თვითმფრინავების მიერ წიაღისეული საწვავის მოხმარება არის ემისიების ზრდის მტავარი მიზეზი. გაზრდილ ემისიებში წიაღისეული საწვავის კონტრიბუცია 74 მილიონი ტონაა.
კვლევის ავტორები და მხარდამჭერები მიიჩნევენ, რომ გაზრდილ ემისიებზე პასუხისმგებელი რუსეთია.
“სრულმასშტაბიანი შეიარაღებული აგრესია რუსეთის წინააღმდეგ მეოთხე წელს ითვლის. გამოქვეყნებული ანალიზი აჩვენებს, რომ გარემოს დაზიანებამ საზღვრები არ იცის, ეს ომი ამძაფრებს კლიმატურ კრიზისს, რომლის წინაშეც მთელი მსოფლიო დგას. აღნიშნული კვლევა მნიშვნელოვანი დოკუმენტია, რათა რუსეთმა პასუხი აგოს გამოწვეული ზიანისთვის”, – ამბობს უკრაინის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი, სვეტლანა გრინჩუკი.
კვლევის ავტორებს მიაჩნიათ, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებებისას მხარეებმა არც კლიმატური ხარჯები უნდა დაივიწყონ და გამოწვეული ზარალი რუსეთმა უკრაინას უნდა აუნაზღაუროს.
თუ გავითვალისწინებთ გაეროს გენერალური ასამბლეის 2022 წლის ნოემბრის გადაწყვეტილებას, “ნახშირორჟანგის სოციალური ღირებულება” ერთ ტონა CO2-ზე $185-ია (€178). გამოდის, რომ რუსეთს სამწლიანი ომის შემდეგ უკრაინის $42 მილიარდი (€40.3 მილიარდი) ვალი დაუგროვდა.
განმარტება რედაქციისგან: კლიმატის გლობალური ცვლილება თანაბრად აზარალებს მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანას. განსაკუთრებულად მოწყვლადი, ამ მხრივ, განვითარებადი ქვეყნებია, რადგან მათ კლიმატის შერბილბა-ადაპტაცია-მიტიგაციისთვის ფინანსური რესურსი არ აქვთ. სოფლის მეურნეობა კი კლიმატსა და ამინდზე ყველაზე მეტადაა დამოკიდებული. ამიტომაც, “აგრო სიახლეები” კლიმატგონივრულ რეპორტინგს წლებია დიდ ყურადღებას უთმობს, ანუ, მუდმივად ამახვილებს მკითხველისა და მაყურებლის ყურადღებას კლიამტის ცვლილებაზე, ეკოლოგიაზე, გარემოს დაცვაზე, ნარცენების მართვაზე, რეციკლირებად ცირკულარულ ეკონომიკაზე, აგროქიმიის დოზირებულ გამოყენებაზე, ბიოსასუქების უპირატესობაზე, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება-კონსერვაციის საკითხებზე, სტიქიური მოვლენების საფრთხეებზე და რეაგირების გეგმის აუცილებლობაზე,ნებისმიერი ტიპის მშენებლობაში გარემოზე ზემოქმედების გეგმის (გზშ) სრულფასოვნების აუცილებლობაზე, მწვანე ენერგიებზე, ბიოწარმოებაზე, აგროტურიზმზე, ეკოტურიზმზე, კლიმატოგინვრულ სოფლის მეურნეობასა და ყველაფერზე, რაც ჯანსაღ აგროგარემოს უკავშირდება. ამ საკითხებზე გიყვებით ადგილობრივ ამბებსაც და გთავაზობთ მსოფლიოს გამოცდილებასაც იმისთვის, რომ გაიგოთ, რა ხდება, ამ მხრივ, განვითარებულ ქვეყნებში და სად ვართ ჩვენ.