ყველაფერთან ერთად, ყინვასა და დიდთოვლობაში უჭირს მცენარეულ საფარსაც. რაც უფრო მაღალია მცენარე, მით მეტია მისი გადატეხვის და მოყინვის რისკი. როგორ შეიძლება შევუმსუბუქოთ სიცივის სტრესი ღია გრუნტში ჩვენს ეზოებსა და ბაღებში მცენარეებს, ხეებს, “აგრო სიახლეებმა” მოგზაური მებაღე, ვანო ვაჭრიძე გამოკითხა.
“შეფუთვა და თოვლისგან გათავისუფლება, – ესაა ის, რისი გაკეთებაც შეგვიძლია. დანარჩენს თავს მცენარე თავად გაართმევს თავისი იმუნიტეტით,” – ამბობს “აგრო სიახლეებთან” მებაღე.
მოგზაური მებაღე საჩხერიდან ვანო საკუთარ სათბურში გამოყვანილ და გამრავლებულ მცენარეებთან ერთად ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში მოგზაურობს და, მოსახლეობას ყვავილების ყიდვასთან ერთად, მათ სიყვარულსაც და მოვლასაც კი ასწავლის. მანამდე ის ფოტოგრაფი იყო. ვანომ მებაღეობის საქმეს ხელი 5 წლის წინ, პანდემიისას, მოჰკიდა და შემოსავალთან ერთად პროფესიად გაიხადა.
ყავილის მოვლა მარტივი საქმე არაა. მაინც რა უნდა გავითვალისწინოთ მათი მოვლისას? – ნახეთ “აგრ სიახლეების” სიუჟეტი 👇
რა ხდება ყაყვილების ადგილობრივ წარმოებაში? რა საფასო კატეგორიაში მუშაობენ ადგილობრივი მეყვავილეები და არის თუ არა მათთვის გამოწვევა კლიმატის ცვლილება, რომელმაც პრობლემების გარეშე არცერთი აგროსფერო დატოვა. როგორ მოქმედებს მკაცრი კლიმატი და ზოგადად გლობალური დათბობა ყვავილებზე ჩვენს ეზოებში და მცენარეულ საფარზე ეკოსისტემებში? – სრული გადაცემა ნეხეთ აქ 👇
რა კლიმატურ რისკებს ქმნის დიდთოვლობა და უხვი ნალექი აგროგარემოში, გაიგეთ აქ 👇