Skip to content Skip to footer

50 წლის განმავლობაში მსოფლიოში ამინდის ექსტრემალური მოვლენები 400%-ით გაიზარდა – ჯანმო

მსოფლიოში ამინდის ექსტრემალური მოვლენების რაოდენობა 400%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (ჯანმო) აცხადებს.

ორგანიზაცია მოუწოდებს ქვეყნებს, კლიმატურ კრიზისს და ამ მოვლენის ადამიანების ჯანმრთელობაზე  გავლენას ერთიანი ძალისხმევით ებრძოლონ.

როგორც სოციალურ ქსელ X-ზე ორგანიზაცია იუწყება, ბოლო 50 წლის განმავლობაში, კლიმატის ცვლილების გამო, ამინდის ექსტრემალური მოვლენების რაოდენობა 400%-ითაა მომატებული.

ცნობისთვის, ჯანმო პერიოდულად ახსენებს მსოფლიოს მოსახლეობასა და მთავრობებს ადამიანის ჯანმრთელობისთვის კლიმატის ცვლილებისგან წარმოქმნილი საფრთხეების შესახებ. მათი მონაცემებით ადამიანის ჯანმრთელობაზე განსაკუთრებულ გავლენას კლიმატის ცვლილების სამი ძირითადი დამახასიათებელი მოვლენა ახდენს: თბური ტალღები, ბუნებრივი კატასტროფები და შეცვლილი ინფექციური ფონი.

„ექსტრემალური ტემპერატურა ამწვავებს ქრონიკულ დაავადებებს, განსაკუთრებით გულსისხლძარღვთა სისტემაში, ასევე რესპირატორულ გართულებებს, აუარესებს ფსიქიკურ ჯანმრთელობას და დიაბეტთან დაკავშირებულ მდგომარეობას,“ – განაცხადა ჯანმომ შარსან ზაფხულს.

განმარტება რედაქციისგან: კლიმატის გლობალური ცვლილება თანაბრად აზარალებს მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანას. განსაკუთრებულად მოწყვლადი, ამ მხრივ, განვითარებადი ქვეყნებია, რადგან მათ კლიმატის შერბილბა-ადაპტაცია-მიტიგაციისთვის ფინანსური რესურსი არ აქვთ. სოფლის მეურნეობა კი კლიმატსა და ამინდზე ყველაზე მეტადაა დამოკიდებული. ამიტომაც, “აგრო სიახლეები” კლიმატგონივრულ რეპორტინგს წლებია დიდ ყურადღებას უთმობს, ანუ, მუდმივად ამახვილებს მკითხველისა და მაყურებლის ყურადღებას კლიამტის ცვლილებაზე, ეკოლოგიაზე, გარემოს დაცვაზე, ნარცენების მართვაზე, რეციკლირებად ცირკულარულ ეკონომიკაზე, აგროქიმიის დოზირებულ გამოყენებაზე, ბიოსასუქების უპირატესობაზე, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება-კონსერვაციის საკითხებზე, სტიქიური მოვლენების საფრთხეებზე და რეაგირების გეგმის აუცილებლობაზე,ნებისმიერი ტიპის მშენებლობაში გარემოზე ზემოქმედების გეგმის (გზშ) სრულფასოვნების აუცილებლობაზე, მწვანე ენერგიებზე, ბიოწარმოებაზე, აგროტურიზმზე, ეკოტურიზმზე, კლიმატოგინვრულ სოფლის მეურნეობასა და ყველაფერზე, რაც ჯანსაღ აგროგარემოს უკავშირდება. ამ საკითხებზე გიყვებით ადგილობრივ ამბებსაც და გთავაზობთ მსოფლიოს გამოცდილებასაც იმისთვის, რომ გაიგოთ, რა ხდება, ამ მხრივ, განვითარებულ ქვეყნებში და სად ვართ ჩვენ.