ავსტრალიას ტროპიკულმა ციკლონმა ალფრედმა გადაუარა, რის შედეგადაც ძლიერმა წვიმამ უელსის რამდენიმე დასახლებული რაიონი წყლით დაფარა.
სინოპტიკოსების შეფასებით, მსგავსი მასშტაბის ციკლონი კვინსლენდში 1974 წლის შემდეგ არ დაფიქსირებულა, როცა რეგიონს ციკლონი ვანდა დაატყდა თავს.
ქვეყნის პრემიერმინისტრმა მოქალაქეები გააფრთხილა, რომ ამინდის მდგომარეობა შეიძლება კიდევ უფრო გაუარესდეს და სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდეს.
“ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ სიფხიზლე. ეს ძალიან სერიოზული მეტეოროლოგიური მოვლენაა. ახლა დროა ყურადღება არ მოვადუნოთ, სახლში დავრჩეთ და ერთმანეთზე ვიზრუნოთ“ – განაცხადა მან.
პოლიციამ დაადასტურა, რომ 61 წლის მამაკაცი, რომელიც ახალი სამხრეთ უელსის ქალაქ დორიგოს მახლობლად დატბორილ მდინარეში გაუჩინარდა, გარდაიცვალა. მისი ცხედარი შაბათს, 8 მარტს, იპოვეს.
ციკლონისგან გამოწვეულ უამინდობის გამო ასობით ათასი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. დაზარალებულ რეგიონებში 290 000-მდე სახლი და დაწესებულება ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ენერგეტიკული კომპანიები მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ გამორთვა, შეიძლება, რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდეს.
ახალი სამხრეთ უელსისა და ქუინსლენდის შტატებში ქარიშხალმა წყალდიდობა გამოიწვია და ელექტროგადამცემი ხაზები და ხეები გაანადგურა.


განმარტება რედაქციისგან: კლიმატის გლობალური ცვლილება თანაბრად აზარალებს მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანას. განსაკუთრებულად მოწყვლადი, ამ მხრივ, განვითარებადი ქვეყნებია, რადგან მათ კლიმატის შერბილბა-ადაპტაცია-მიტიგაციისთვის ფინანსური რესურსი არ აქვთ. სოფლის მეურნეობა კი კლიმატსა და ამინდზე ყველაზე მეტადაა დამოკიდებული. ამიტომაც, “აგრო სიახლეები” კლიმატგონივრულ რეპორტინგს წლებია დიდ ყურადღებას უთმობს, ანუ, მუდმივად ამახვილებს მკითხველისა და მაყურებლის ყურადღებას კლიამტის ცვლილებაზე, ეკოლოგიაზე, გარემოს დაცვაზე, ნარცენების მართვაზე, რეციკლირებად ცირკულარულ ეკონომიკაზე, აგროქიმიის დოზირებულ გამოყენებაზე, ბიოსასუქების უპირატესობაზე, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება-კონსერვაციის საკითხებზე, სტიქიური მოვლენების საფრთხეებზე და რეაგირების გეგმის აუცილებლობაზე,ნებისმიერი ტიპის მშენებლობაში გარემოზე ზემოქმედების გეგმის (გზშ) სრულფასოვნების აუცილებლობაზე, მწვანე ენერგიებზე, ბიოწარმოებაზე, აგროტურიზმზე, ეკოტურიზმზე, კლიმატოგინვრულ სოფლის მეურნეობასა და ყველაფერზე, რაც ჯანსაღ აგროგარემოს უკავშირდება. ამ საკითხებზე გიყვებით ადგილობრივ ამბებსაც და გთავაზობთ მსოფლიოს გამოცდილებასაც იმისთვის, რომ გაიგოთ, რა ხდება, ამ მხრივ, განვითარებულ ქვეყნებში და სად ვართ ჩვენ.