დაბალანსებული კვება და, სეზონის მიხედვით, სწორად შერჩეული რაციონი ფერმებში პროდუქტიულობის შესანარჩუნებლად გადამწვეტი მნიშვნელობისაა. მესაქონლეობაში ცხოველთა კვება განსხვავებულია მერძევეული და მეხორცული მიმართულების ფერმებისთვისაც. მშრალი, თუ სველი, თბილი თუ გრილი? – რა ნიუანსების გათვალისწინება უწევთ სეზონურად მეცხოველე ფერმერებს ცხოველების კვებისას, გვიხსნის “როქის” ვეტერინარი ეკა ილაური.
“ზამთარში მეწველ ფურებს უნდა მივცეთ კარგი ხარისხის სილოსი, სასუქ საქონელს კი უმაღლესი ხარისხის თივა სჭირდება. აუცილებელია მინერალებით საკვები რაციონის გამდიდრება, განსაკუთრებით, გაზაფხულზე, როცა ცხოველი მოსაგებია. ეს მინარალები და მიკროელემენტები ცხოველის ორგანიზმის ნორმალურ ცხოველმყოფელობას უწყობს ხელს, ამასთანავე, ჯანმრთელი შთამომავლობის მიღებისთვისაც არის აუცილებელი. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ცხოველისთვის უხეში საქვების მიცემა აუცილებელია. ხშირად ფერმერები უშვებენ შეცდომას და ჯერ აძლევენ კომბინირებულ საკვებს, მერე – უხეშს. ამ დროს უჭირს ცხოველს საკვების ამოღება, ცოხნა და ჩერდება კუჭნაწლავის სისტემა. სასურველია კომბინირებული საკვების მიღებამდე ერთი საათით ადრე მიეცეს ცხოველს უხეში საკვები, რომ ცოხნა არ გაუჭირდეს,” – ეუბნება “აგრო სიახლეებს” ეკა ილაური.
მისივე თქმით, გამოზამთრების შემდეგ, კარგია ვცხოველების იმუნიტეტის ამაღლებაზე თუ ვიზრუნებთ, რისთვისაც მომზადებული შეხვდება ისეთ რთულ სეზონს, როგორიც ცხელი ზაფხულია, რომელიც როგორც სითბური სტრესის მხრივ, ისევე ვეტერინარული დაავადებების თვლასაზრისით, ბევრად მაღალრისკიანია, ვიდრე ზამთარი.