🔴სოფლის განვითარების სააგენტოს ახალი დირექტორი ჰყავს. ახალი მოადგილე ჰყავს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსაც. ორივე მათგანი USAID-ში მუშაობდა. აშკარაა, რომ სამინისტრო კარს ფართოდ უღებს USAID-ში ნამუშევარ კადრებს, პარალელურად, მმართველი ძალა ამ სააგენტოს უნდობლობას უცხადებს და ამტკიცებს, რომ მათი ფულით საქართველოში აგენტურა რევოლუციისა და არეულობის მოსაწყობად ფინანსდება. გაუგებარია “ოცნების ლოგიკა”: როგორ ანდობენ იქ ნამუშევარ კადრებს საპასუხისმგებლო საქმეს? – ჩვენს ამ კითხვას არც მთავრობის ადმინისტრაციაში, არც სოფლის განვითარების სააგენტოში და არც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში არ პასუხობენ. როგორ აფასებენ ასეთ დამოკიდებულებას თავად სექტორის წარმომადგენლები? – კენკრის მწარმოებელთა ასოციაციის შეფასებები “აგრო სიახლეებში”.
გადაცემაში მონაწილე რესპონდენტები:
ირაკლი კობახიძე
შალვა პაპუაშვილი
ლევან მაჭავარიანი
ელისო ღვინიაშვილი – კენკრის მწარმოებელთა ასოციაციის დამფუძნებელი.
🔴უყურეთ აგროგარემო TV – ზე გადაცემა “აგრო სიახლეებს” ბელა გელაშვილთან ერთად მაუწყებელთა ალიანსის რეგიონულ არხებზეც.
სილქ TV– 284
მაგთი TV – 57
ახალი TV – 276
Myvideo; ახალი ქსელებისა და სხვა IP და საკაბელო მაუწყებლების ეთერით. 👇