Skip to content Skip to footer

ყველაზე სუფთა და დაბინძურებული ქვეყნების რეიტინგი განახლდა – რომელ პოზიციაზეა საქართველო?

Numbeo-მ მსოფლიოს 113 ქვეყანაში 2025 წლის დაბინძურების მაჩვენებელი შეისწავლა. რეიტინგში საქართველო დაბინძურების მაჩვენებლით 42 ადგილზე მოხვდა.

მსოფლიოში ყველაზე მაღალი დაბინძურების მაჩვენებელი კამერუნშია, ხოლო ყველაზე სუფთა ქვეყანა ფინეთია.

5 ყველაზე დაბინძურებული ქვეყანაა:

  • კამერუნი;
  • მიანმარი;
  • ლიბანი;
  • ნიგერია;
  • მონღოლეთი.

5 ყველაზე სუფთა ქვეყანაა:

  • ფინეთი;
  • ნორვეგია;
  • შვედეთი;
  • ესტონეთი;
  • ისლანდია.

რაც შეეხება ჩვენს სამეზობლოს, მონაცემები აჩვენებს, რომ საქართველოზე უფრო ცუდი დაბინძურების მაჩვენებელი აზერბაიჯანს (32-ე ადგილი) აქვს, უკეთესი კი თურქეთს (47-ე ადგილი), სომხეთსა (54-ე ადგილი) და რუსეთს (62-ე ადგილი).

ცნობისთვის, რეიტინგში ქვეყნები დალაგებულია შემდეგი კრიტერიუმებით: გარემოს დაცვის ხარისხი და მასზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, ჰაერის ხარისხი, სასმელი წყლის ხარისხი და ხელმისაწვდომობა, წყლის დაბინძურების დონე, ნაგვის გატანისა და დასუფთავებით მოქალაქეთა კმაყოფილების დონე, გამწვანება და პარკების ხელმისაწვდომობა, კომფორტის საერთო დონე სისუფთავის კუთხით და ა.შ.