Skip to content Skip to footer

აგრო სიახლეები – გადაცემა 33 (სეზონი 15)

🔴რამდენად შეუცვლელი თერაპიაა და რატომაა აუცილებელი პატარებისთვის ბუნებასთან სიახლოვე? რა რისკია სოფლებისგან თაობების დისტანცირება და როგორი უნდა იყოს გარემოსდაცვითი თუ ეკოლოგიური განათლება როგორც ფორმალურ ისე არააფორმალურ ნაწილში? რა როლი აქვს მაღალი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის მქონე თაობას კლიმატის ცვლილების შერბილებაში? – ვრცელი მიმოხილვითი რეპორტაჟი კონკრეტული მაგალითებით “აგრო სიახლეებში”.
🔴საქართველოში აკვაკულტურის აღწერა ფინალურ ეტაპზეა. პირველი მასტაბური კვლევა თევზმომშენებელ ფერმერთა გაძლიერებაზე Fao-ს ხმელთაშუა და შავი ზღვის თევზჭერის გენერალური კომისიის, (GFCM)-ის დახმარებით ჩატარდა. კვლევის პირველადი შედეგები სექტორის წარმომადგენლებს GFCM-ის წარმომადგენლებმა გააცნეს. რა სურათი იკვეთება თევზის ადგილობრივ წარმოებაში? დეტალები ჩვენს სიუჟეტში.

გადაცემაში მონაწილე რესპონდენტები:

ირმა ბოჭორიშვული – ბიოლოგიის დოქტორი, ზოოპარკის საგანმანათლებლო მიმართულების ხელმძღვანელი.

ზურაბ გურიელიძე – თბილისის ზოოპარკის დირექტორი

გაბრიელ გელაშვილი – „ზუზუნების“, აღსაზრდელი.

ანდრია ვაშაკიძე – მომავალი ჟოკეი.

ხატია ბასილაშვილი – ეკოლოგი.

ნინო ჩობანიანი – საქართველოს თევზმომშენებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი.

ჰასან ჰამზა – GFCM-ის აკვაკულტურის ოფიცერი, აკვაკულტურის ჯგუფის ხელმძღვანელი.

ჟაკი ლეჟავა – „ძევერა ფიშერის“ დამფუძნებელი და დირექტორი.

🔴უყურეთ აგროგარემო TV – ზე გადაცემა “აგრო სიახლეებს” ბელა გელაშვილთან ერთად მაუწყებელთა ალიანსის რეგიონულ არხებზეც.

სილქ TV– 284

მაგთი TV – 57

ახალი TV – 276

Myvideo;

“ახალი ქსელებისა” და სხვა IP და საკაბელო მაუწყებლების ეთერით. 👇