Skip to content Skip to footer

აგრო სიახლეები – გადაცემა 40 (სეზონი 15)

🔴 “ჩირინა”-“ყვარლის ბაგის” გახმაურებული სასამართლო დავა სააპელაციო სასამართლოში გაგრძელდა. მეორე ინსტანციის სასამართლო განიხილავს საქმეს – „ყვარლის ბაგა“ „ჩირინას“ წინააღმდეგ, რომლის ფარგლებშიც მეცხოველეობის ფერმა „ჩირინასგან“ 4.7 მილიონი ლარის ზიანის ანაზღაურებას
ითხოვს. ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის „ყვარლის ბაგა“ ირწმუნება, რომ 200- მდე სული ძროხა მას შემდეგ დაეხოცა (ზოგიერთი მათგანი თავად დაკლეს და ბაზარზე რეალიზაცია მოახდინეს), რაც „ჩირინასგან“ ნაყიდი ქათმის სკინტლი აჭამეს. სარჩელი ეფუძნებოდა მტკიცებას, თითქოს „ყვარლის ბაგამ“ შეძენილ
ნაკელში აღმოაჩინა „აკრძალული ვეტ-პრეპარატი“ ტეტრაციკლინი, რომლის გამოყენებაც არ არის აკრძალული საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით და “ყვარლის ბაგა“ თავადაც იყენებს. კომპანია „ჩირინა“ კატეგორიულად უარყოფს ბრალდებებს და შესაბამისი დოკუმენტაციით ამტკიცებს, რომ კომპანიას არ დაურღვევია არც ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და არც მოქმედი კანონმდებლობა. მოსამართლემ მხარეებს მოუსმინა და დამატებითი კითხვები დაუსვა. საქმეზე კიდევ ერთი სხდომა 18 ივნისს ჩაინიშნა. “აგრო სიახლეები” სხდომის მთავარი მესიჯებით.

გადაცემაში მონაწილე რესპონდენტები:

ლაშა თავართქილაძე – სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე.

რევაზ ვაშაკიძე – მოსარჩელე, “ჩირინას” დამფუძნებელი.

🔴უყურეთ აგროგარემო TV – ზე გადაცემა “აგრო სიახლეებს” ბელა გელაშვილთან ერთად მაუწყებელთა ალიანსის რეგიონულ არხებზეც.

სილქ TV– 284

მაგთი TV – 57

ახალი TV – 276

Myvideo;

“ახალი ქსელებისა” და სხვა IP და საკაბელო მაუწყებლების ეთერით. 👇