საქართველოში ერთ დროს მყარად ფეხზე მდომი და წლების განმავლობაში მივიწყებული დარგი, მეაბრეშუმეობა, გამოღვიძებას ახლაღა იწყებს. სფეროს ადვოკატირებას კი ახლადშექმნილი მეაბრეშუმეთა ასოციაცია ცდილობს. მათ გეგმებსა და დარგის პერსპექტივაზე სასაუბროდ “აგრო სიახლეები” მეაბრეშუმე ქალბატონებს პირდაპირ რთველში ესტუმრა. ახმეტაში, ზემო ალვანში, გვიმასპინძლა დარიკო ქელეხაძის ოჯახმა. აბრეშუმის პარკების ცეხებიდან გადმოხსნა – მოკლედ ასე აიხსნება ეს ულამაზესი სანახაობა, რომელსაც აბრეშუმის თეთრი ოქროს რთველს უწოდებენ.
რთველამდე გრძელი გზაა. მეაბრეშუმეობის დაწყების მსურველმა ქალბატონებმა, რომლებიც ასოციაციის წევრები არიან, კონსულტაციები გაიარეს ირაკლი გუჯაბიძესთან, რომელიც აგრარულ უნივერსისტეტში მეაბრეშუმეობაზე ლექციებს კითხულობს. დაურიგდათ გზამკვლევი ბროშურებიც, რომელშიც დეტალურადაა გაწერილი საწარმოო პროცესის სრული ციკლი. როცა თეორიული ცოდნა დააგროვეს. წარმოების დასაწყებად დახმარება ახმეტელმა ქალბატონებმა ადგილობრივ მუნიციაპლურ გამგეობას სთხოვეს. ადგილობრივ მთავრობას ოფიციალურად წარუდგინეს წერილობითი თხოვნა, ეშუამდგომლა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო კველევით ცენტრთან, გადმოეცათ ასოციაციის წევრი ქალბატობენისთვის მური, აბრეშუმის პატარა ჭიები იმისთვის, რომ დაეწყოთ აბრეშუმის წარმოება. გამგეობამ ადგილობრივების თხოვნა დააკმაყოფილა და სწორედ მათი შუამდგომლობის საფუძვერელზე გადმოეცა ასოციაციას სამინისტროს სამეცნიერო კვლევითი ცენტრისგან ჭიები.
ახლა კიდევ ერთი საჭიროების დაკმაყოფილებაზე ემუშავებიან ადგილობრივ მთავრობას. მეაბრეშუმეთა ასოციაცია ითხოვს უსასყიდლოდ გადმოეცეს ხოდასენში მდებარე აბრეშუმის პარკის საშრობი, რომელიც დღეს სახელმწიფოს საკუთრებაა. ადგილობრივი გამგეობა მოსახლეობასთან ერთად მუშაობს იმის დასადგენად, რა ფორმით შეიძლება გადაეცეს ეს საშრობი ასოციაციას. როგორც მეაბრეშუმე ქალებმა გვითხრეს, თანამშრომლობისთვის მუნიპალიტეტი ღიაა.
ადგილობრივებს ზემო ალვანში სასმელი წყლის პრობლემაც აქვთ და, როგორც გვითხრეს, მოსახლეობის აქტიურობისა და ადგილობრივ გამგეობასთან აქტიური კომუნიკაციის შედეგად მალე ეს პრობლემაც გადაიჭრება. გვეუბნებიან, რომ აბერშუმთან დაკავშირებულ საკითხებზეც და სხვა საყოფაცხოვრებო თუ ინფრასტრუქტურულ პრობლემებზეც გამგეობას ხშირად აწუხებენ. ცდილობენ, ხელისუფლებამ მოდუნების საშუალება არ მისცენ და აქტიურად იყვნენ ჩართულნი გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
მეაბრეშუმე ქალები ხშირად მუნიციპალურ საჯარო დღესასწაულებზე, ღონისძიებებზე, გამოფენებზე, ფესტივალებზე, ფორუმებზე არიან წარმოდგენილნი და ცდილობენ საკუთარი ნაწარმოს პოპულარიზაციას. ამბობენ, რომ, ამ მხრივაც, მათთან მუნიციპალური გამგეობა აქტიურ კონტაქტზეა.
ახლადშექმნილ მეაბრეშუმეთა ასოციაციაში საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან სულ 15 წევრია გაერთიანებული. რიცხვი ეტაპობრივად იზრდება. ასოციაციის წევრებს მთავარი საზრუნავი ამ ეტაპზე აბრეშუმის წარმოების სრული ციკლის აწყობაა, რომ პირველად მწარმოებლებს მოყვანილი პროდუქქტის ჩაბარება შეეძლოთ, რაც, თავის მხრივ, ინტერესს გაზრდის და წარმოების ზრდას შეუწობს ხელს.
ცნობისთვის, ეკონომიკის დარგებს შორის, მეაბრეშუმეობა ყველაზე ეკოლოგიურად შეიძლება ჩაითვალოს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ სფეროში უდანაკარგო წარმოების მიღწევა მინიმუალური ძალისმევითაც შესაძლებელია. ამ და კიდევ სხვბა ბევრ საინტერესო დეტალს გაიგებთ “აგრო სიახლეების” გადაცემიდან, რომელსაც პირდაპირ აბრეშუმის რთველიდან შემოგთავაზებთ შაბათს, 28 ივნისს, “აგროგარემო TV-ის” ეთერში. თვალი გვადევნეთ მაუწყებელთა ალიანსის რეგიონულ არხებზეც. გვიპოვით ასევე: სილქ TV– 284, მაგთი TV – 57, ახალი TV – 276, Myvideo; “ახალი ქსელებისა” და სხვა IP და საკაბელო მაუწყებლების ეთერით.
სრული გადაცემა ნახეთ აქ 👇