ფოთმა და ხობმა ყველაზე ეკომეგობრულ ფესტივალს უმასპინძლეს. „ვეისთლისის” ორგანიზებულ ღონისძიებაზე მისული სტუმრები კონცერტთან ერთად გართობ-შემეცნებითი აქტივობები შესთავაზეს, მონაწილეობა მიიღეს სახალისო შეჯიბრებაშიც,. წარმოდგენილი იყო ეკომეწარმეების გამოფენა, გაიმართა ვორქშოფები და, რაც მთავარია, მოქალაქეებს ძველი ან გამოუსადეგარი ელექტრო ნარჩენის ჩაბარების შესაძლებლობაც ჰქონდათ, რითაც თანამედროვე ელექტროტექნიკის მოგების შანსი მიეცათ. რა პრინციპით შეარჩია კომპანიამ ეს ორი მუნიციპალიტეტი, ნარჩენების მართვის რამდენად სწორი და გამართული პრაქტიკაა საქართველოში და სად მოვიკოჭლებთ, კანონმდებლობაში, აღსრულებაში, ტექნოლოგიებში, თუ ცნობიერებაში? “აგრო სიახლეების” კითხვებს “ვეისთლესის” დირექტორი გიორგი გულიაშვილი პასუხობს.