🔴მეცხოველე ფერმერები წალკაში უდიდესი პრობლემის წინაშე არიან. რეგიონში საქონლის მასობრვი დაავადება მძვინვარებს. როგორც ადგილობრივები გვეუბნებიან, საქონელს თურქული აქვს, რასაც კატეგორიულად უარყოფენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში. არადა, ადგილობრივების თქმით, თვეზე მეტია, რაც მსხვილფეხა საქონელს თითქმის ყველა სოფელში გადაადგილება და ადგომა უჭირთ, ვეღარ ჭამენ, დაიკლეს წონაში, აქვთ გამონაყარი პირის ღრუში, ცურზე, დამსკდარი აქვთ ჩქლიქები და კოჭლობენ. რამდენად საშიშია თურქული ცხოველითვის და ადამიანისთვის? რამ გამოიწვია ამ დაავადების ასე მასობრივად გავრცელება? რა როლი აქვს სახელმწიფოს მის მართვაში და როგორ რჩება მოქალაქეები მარტო, სახელმწიფოს მხარდაჭერის გარეშე, ამ საკმაოდ ვერაგი დაავადების წინაშე? რატომ მალავს და არ აღიარებს სახელმწიფო თურქულის არსებობას და რატომ არ აწესებს კარანტინს? სად არის გამოსავალი რეალობაში, როცა სოფლებში ასეულობით საქონელი სიკვდილის პირასაა, რამდენიმე დაიღუპა კიდეც?
გადაცემაში მონაწილე რესპონდენტი
ამირან კოჩალიძე – ვეტერინარი, ფერმერი.