🐇 ბოცვრის ფერმა წარმატებული იქნება მხოლოდ მაშინ, თუ სწორად მოვუვლით როგორც დედლებს, ისე ბაჭიებს და ფერმას დანიშნულების მიხედვით ვმართავთ.
მაწოვარი დედლების მოვლის მთავარი ამოცანაა რაც შეიძლება მეტი და ჯანმრთელი ბაჭიების გამოზრდა. ამისათვის საჭიროა გაძლიერებული და დროული კვება, სუფთა ბუდე და მშვიდი მოპყრობა. დედლის მერძეულობის გათვალისწინებით ბაჭიების რაოდენობა უნდა იყოს მის შესაძლებლობებზე მორგებული, ხოლო ზედმეტები – სხვა დედლებს გადავუზარდოთ.
ბუდიდან გამოსვლის შემდეგ ბაჭიებს სჭირდებათ ფრთხილი მოპყრობა და თანდათანობითი შეჩვევა გარემოს. საბოცვრეში სიმშვიდე და მყუდროება გადამწყვეტია.
ბაჭიების ნაწილი აუცილებლად უნდა დარჩეს სარემონტოდ – საყოლად. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია ზომიერი კვება, მეტი მოძრაობა, მზის შუქი და სუფთა ჰაერი. საუკეთესო შედეგისთვის მოზარდი უნდა გაიზარდოს ფართო ბაკებში ან ვოილერებში.
გასასუქებელი ბოცვრებისთვის კი პირიქით – საჭიროა უხეში საკვები, ზედმეტი მოძრაობის შეზღუდვა და მშვიდი გარემო. მათი დაკვლა უმჯობესია შემოდგომა-ზამთარში, როცა ტყავ-ბეწვი საუკეთესო ხარისხს აღწევს.
ბოცვრის მტრებია ვირთაგვები, კატები, ძაღლები, დედოფლა და ბაღლინჯო. ამიტომ აუცილებელია მათი წინააღმდეგ ბრძოლა და სისუფთავის დაცვა.
👉 სწორი კვება, უსაფრთხოება და სისტემური მოვლა – ეს არის წარმატებული მებოცვრეობის საიდუმლო.