Skip to content Skip to footer

რატომ, როგორ და რა ასაკში უნდა მოიწვას მსხვილფეხა რქოსნების რქები? – აგროგარემოს AI ია

ხბოს რქების მოწვა აუცილებელია. საქმე ისაა, რომ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ფერმებში ხშირია რქებით დაზიანების შემთხვევები, ამიტომ პრევენციისთვის საჭიროა ხოლმე ძროხებისთვის რქის მოშორება. ხშირად რქის ამორტყმა აზიანებს ძროხის ცურს, მუცლის მიდამოს და სხვა ორგანოებს, რაც ხდება გაბერწების მიზეზი. რქიანი ძროხები ხშირად დევნიან საკვებურებიდან სუსტ და ურქო ძროხებს, რაც დაჩაგრული ცხოველის ლაქტაციის შემცირებას იწვევს. რქის გარეშე ძროხები ნაკლებად აგრესიულები არიან და ნაკლებ საფრთხეს უქმნიან ფერმერებს, მწველავს და სხვა ძროხებს. რქიანი პირუტყვი მუდამ დომინანტობას ცდილობს, რაც ჯოგში სხვადასხვა ტრავმის რისკს ზრდის. არ დაიჯეროთ, თუ გეტყვიან, რომ ხბოსთვის რქის მოწვა არაჰუმანური და მტკივნეულია. დაიმახსოვრეთ, რქა უნდა მოწვას სპეციალისტმა ნარკოზის ქვეშ. პროცედურის შემდგომი რეაბილიტაციაც არაა ხანგრძლივი, არც რთული. თუ მაინცდამაინც გინდათ, რომ თავი აარიდოთ რქის მოწვას, მაშინ გირჩევთ, გამოიყენოთ სპეციალური პასტები, რომელიც10 დღემდე ასაკის ხბოს სარქე ადგილებში უნდა წაუსვათ და მას რქა უბრალოდ აღარ ამოუვა. უფრო დიდი ასაკის ხბოზე უკვე მისი წასმა არაეფექტურია. გაითვალისწინეთ, რქის მოშორება ერთი ცხოველის ყოლის შემთხვევაში არაა აუცილებელი, მაგრამ როცა რამდენიმე საქონელი გყავთ, რქები ბევრ გაუთვალისიწნებელ პრობლემას გაგიჩენთ და მათი მოწვა პრობლემების პრევენციასთან ერთად ფინანსური ხარჯისგანაც დაგაზღვევთ, რადგან ტრავმირებული ცხოველის მკურნალობა, როგორც წესი, არც ისე იაფი ჯდება.