თანამედროვე გამოწვევები და გლობალური კლიმატური ცვლილებების გავლენა მეფუტკრეობაზე დღეს, გლობალური კლიმატური ცვლილებების პირობებში, სოფლის მეურნეობის დარგებს შორის ერთ–ერთი ყველაზე დაუცველი სფერო მეფუტკრეობაა. გლობალური დათბობა, ატმოსფერული ანომალიები, ტემპერატურის მკვეთრი ცვალებადობა, სტიქიური წვიმები და გაუდაბნოების პროცესები პირდაპირ აზიანებს ფუტკარს — იმ სისტემას, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ფუნქციონირებდა სტაბილურ ბუნებრივ ციკლებზე დაყრდნობით. დღეს უკვე ნათელია, რომ კლიმატური გავლენა მრავალმხრივია:
• ადრეული დათბობა და მოულოდნელი ყინვები დეზორგანიზებას იწვევს ფუტკრის ოჯახებში.
• კლიმატური შოკები ამცირებს ნექტრის გამოყოფას, რის გამოც ფუტკარი სუსტდება.
• ირღვევა ყვავილობის ფენოლოგია, მცენარეები აღარ ეწყობა ფუტკრის აქტიურ პერიოდს.
• მცირდება ბიომრავალფეროვნება, რაც პირდაპირ აზიანებს როგორც ეკოსისტემას, ისე მეფუტკრეობას.
• საქართველოს მეფუტკრეები უკვე ებრძვიან ახალ დაავადებას — ტროფილაეფსასს, რომელიც კლიმატის ცვლილებებით ძლიერდება.
ამ ფონზე ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა კლიმატზე ადაპტირებული მრავალწლოვანი თაფლოვანი და ყვავილოვანი მცენარეების გაშენება. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ რეგიონებისთვის, როგორიცაა სამცხე-ჯავახეთი, სადაც მკაცრი კლიმატი თაფლის წარმოებას მხოლოდ 8%-ზე ტოვებს. ასეთი მცენარეები ამცირებს გაზაფხულის სტიქიურ მოვლენებზე დამოკიდებულებას, უზრუნველყოფს სტაბილურ ნექტარს ყველაზე მშრალ პერიოდშიც და ზრდის ფუტკრის ოჯახების გამძლეობას. დასკვნა: ფუტკრის დაცვა დღეს მხოლოდ მეფუტკრის საქმე აღარ არის — ეს არის ეროვნული, ეკოლოგიური და სტრატეგიული გამოწვევა. სწორად შერჩეული თაფლოვანი მცენარეები და ბიოლოჯიური მეთოდები ჩვენი მთავარი იარაღია, რომ ფუტკარი და ეკოსისტემა გადავარჩინოთ.
მეცნიერებს დიდი ხანია განგაში აქვთ, რომ მწერებს, მათ შორის, დამმტვერავებს, მასობრივი გადაშენება ემუქრებათ, რაც, კლიმატის ცვლილებასთან არის კავშირში. პრობლემას კიდევ უფრო ამწვავებს და აჩქარებს აგრომეურნეობებში ქიმიური პესტიციდების აქტიური გამოყენება. ფინელმა მეცნიერებმა გამოიკვლიეს და დაასკვნეს, რომ პესტიციდები ბაზებს (ფუტკრისებრთა ოჯახიდან) ფერების დამახსოვრების უნარს უკარგავს, რაც მათ გამოკვების შესაძლებლობას ამცირებს. ევროკავშირი სოფლის მეურნეობაში დამმტვერავი მწერების დამაზიანებელი პესტიციდების გამოყენებაზე საერთო ევროპულ რეგლამენტს უკვე ამუშავებს.
ფუტკრების გადაშენება საფრთხეს უქმნის ისეთი მცენარეებისა და ხეების არსებობას, რომლებსაც დამტვერვა სჭირდებათ, ასეთი კი 80%-ზე მეტია. სხვათა შორის, ევროკავშირმა ფუტკრის დაცვის ახალი წესები დაამტკიცა: შეიქმნება სპეციალური ეკოლოგიური დერეფნები სპეციალურად იმისთვის, რომ მწერებმა ლოკალური მინდვრების გარდა, მთელ ევროპაში თავისუფლად იფრინონ.
ფუტკრის დაცვის აქტივობები და საკანონმდებლო რეგულაციები ევროპაში.
კლიმატის ცვლილება სხვადასხვა ტიპის პრობლემებს აჩენს სოფლის მეურნეობაში და გამონაკლისი არც მეფუტკრეობაა.
თბოიზოლაციური სკები, როგორც კლიმატის ცვლილების ნეგატივის ერთ-ეღტი დამზღვევი მეფუტკრეობაში
კლიმატის ცვლილებამ ფუტკარს ინვაზიური სახეობებიც, კრაზანაც, “გადაამტერა” .
ფუტკრის პოპულაცია მთელ მსოფლიოში მცირდება. ერთ-ერთი მიზეზი კლიმატის ცვლილებაა. ემუქრება თუ არა საფრთხე მთის რუხ ფუტკარს, რომელიც მსოფლიო ჯიშთა შორის გენეტიკური თუ საწარმოო უნარებით გამორჩეული და უნიკალურია? როგორია ფუტკრის როლი აგრარულ ბიომრავალფეროვნებაში?
ფუტკარი, როგორც პოლინატორი და ძირითადი დამამტვერიანებელი მწერი, მოსავლიანობის ზრდის ერთ-ერთი მთავარ და აუცილებელ კომპონენტად სახელდება, რაც პირდაპირ უკავშირდება სასურსათო უსაფთხოებას. როგორ აღინიშნა ფუტკრის საერთაშორისო დღე საქართველოში, კავკასიური ფუტკრის სამშობლოში, სადაც ამ ეტაპზე, მეფუტკრეთა გაერთიანების ინფორმაციით, 13 მილიარდი ფუტკარი ბინადრობს. რა რისკის წინაშე დგება “აგენტების კანონით” ქართული თაფლი, რომელიც საერთაშორისო ბაზარზე თავის დამკვიდრებას და საკუთარი ნიშის მოპოვებას ცდილობს.
ფუტკარი საუკეთესო სინოპტიკოსია – აბსოლუტური სიზუსტით წინასწარ გრძნობს ამინდის ცვლილებას და მისი პროდუქტიულობა, დიდწილად, სწორედ კლიმატზეა დამოკიდებული. რა პრობლემებს უქმნის კლიმატის ცვლილება ფუტკრის ოჯახს და რა უნდა გააკეთოს მეფუტკრემ პროდუქტიულობის შესანარჩუნებლად? რა აუცილებელი ღონისძიებებია გასატარებელი კლიმატგონივრულ საფუტკრეში? სად და რა ეტაპზე სჭირდება მიხმარება ადაპტაციისთვის ქართული ჯიშის მთის რუხ ფუტკარს, რომელიც მაღალი იმუნური თვისებების გამო ადვილად მოერგო შეცვლილ პირობებს.
