Skip to content Skip to footer

როგორ ეგუება კამეჩი სიცხესა და სიცივეს –რჩევები ფერმერებს – აგროგარემოს AI ია

ამეჩი შედარებით ახლოს დგას ევროპული ძროხის ჯიშებთან თერმონეიტრალური ტემპერატურის მიხედვით: მისთვის კომფორტულია +8…+24°C, თუმცა ექსტრემალურ სიცხესა და ყინვაში მისი ორგანიზმი უფრო სწრაფად განიცდის სტრესს. მუქი კანი და საოფლე ჯირკვლების მცირე რაოდენობა იწვევს სწრაფ გადახურებას — ეგვიპტეში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მზეზე ორი საათი ყოფნისას კამეჩის ტემპერატურა 1.3°C-ით იმატებს, მაშინ როცა ძროხაში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 0.2–0.3°C იყო. სითბოს დასაძლევად კამეჩი წყალს ეძებს: ზაფხულში დღეში 5 საათამდეც კი წევს წყალში ან ტალახში. ჩრდილში ყოფნისას სითბოს გამოყოფს არა ოფლით, არამედ სხეულის ზედაპირიდან გამოსხივებით, რასაც ხელს უწყობს კანის ძლიერი კაპილარული სისტემა. კვლევებმა დაადასტურა, რომ 15–20 წუთიანი ცივი შხაპი კამეჩს უმცირებს სიცხის სტრესს. რაც შეეხება სიცივეს — მიუხედავად იმისა, რომ წარმოშობით ტროპიკული ზონების ცხოველია, კამეჩი გაცილებით უკეთ ეგუება გრილ კლიმატს. ზამთარში მისი ბალანი სქელდება, სიგრძე 4–4.5 სმ-მდე აღწევს და მნიშვნელოვან დაცვას უზრუნველყოფს. თუმცა ძლიერმა გამჭოლმა ქარმა და უეცარმა აცივებამ შესაძლოა პნევმონიის რისკი გააჩინოს. აღმოსავლეთ საქართველოში საჭიროა ზამთარში დათბუნებული სადგომი, ხოლო დასავლეთ საქართველოში კამეჩი ჩვეულებრივ პირობებშიც კომფორტულად ინარჩუნებს პროდუქტიულობას.

აღნიშნულის გამო, პაპანაქება სიცხისას, კამეჩი უფრო მეტად განიცდის დისკომფორტს, ვიდრე ძროხა. ამის დასტურია ეგვიპტელი მეცნიერების გამოკვლევათა შედეგები. მათ ნახეს, რომ მზეზე ორი საათით ექსპოზიციისას კამეჩის სხეულის ტემპერატურა იზრდებოდა 1,30C – ით, მაშინ, როდე საც ძროხის სხეულის ტემპერატურამ მოიმატა მხოლოდ 0,2…0,30C-ით.

მეორე მხრივ, იშვიათი და მოკლე ბალანი, ზამთრის საფარში თივთიკის მინიმალური რაოდენობა არის კამეჩის სიცივისადმი მგრძნობიარობის ერთ-ერთი ძირითადი განმსაზღვრელი ფაქტორი.

კამეჩი ჰიდროფილური ცხოველია, ამიტომ ის გავრცელებულია ზომიერი და ცხელი კლიმატური ზონის დაჭაობებულ ფართობების, აგრეთვე მდინარეების, წყალსატევებისა და ტბების მიმდებარე ტერიტორიებზე. ასეთ პირობებში, განსაკუთრებით კი ჭარბტენიან საძოვრებზე კამეჩი ბევრად უფრო კარგად გრძნობს თავს და ავლენს უფრო მაღალ პროდუქტიულობას, ვიდრე ძროხა.

საყოველთაოდ ცნობილია, რომ ძროხისაგან განსხვავებით, პაპანაქება სიცხისაგან თავის დასაცავად კამეჩი ჩრდილში ყოფნასთან შედარებით უპირატესობას ანიჭებს წყალში წოლას. ამის გამო, ზაფხულობით დღის უმეტეს ნაწილს (ხშირად 5 საათი და მეტი) ის ატარებს წყალში და/ან ტალახში ჩაწოლილი.

ჩრდილში ყოფნისას კამეჩი სხეულის ზედაპირიდან უფრო ინტენსიურად გასცემს ჭარბ სითბოს, ვიდრე ძროხა, მაგრამ ეს ხდება არა ტენის აორთქლების (კონვექციის) ხარჯზე, არამედ გამოსხივების გზით, რასაც ხელს უწყობს ძლიერ განვითარებული კანის და კანქვეშა კაპილარული სისხლძარღვების ქსელი.

ამ ფაქტს მიაქციეს ყურადღება ავსტრალიელმა, ამერიკელმა, მალაიზიელმა და სხვა ქვეყნის მკვლევარებმა. მათ დაადგინეს, რომ, საჩრდილობლის არსებობის შემთხვევაში, არ არის აუცილებელი კამეჩის წყლის აბაზანებით უზრუნველყოფა, ან განსაკუთრებულად ცხელ დღეებში მათთვის საკმარისია 1-2 ჯერ 15-20 წუთის ხანგრძლივობით ცივი წყლის შხაპი.

საკმაოდ ხშირი და გრძელი ბალნის საფარით ხასიათდება ქართული კამეჩის ზაქი, რაც უზრუნველყოფს ალაზნის ველის საკმაოდ მკაცრი ზამთრის პირობებისადმი მის ადაპტაციას

ქართული კამეჩის და კავკასიური წაბლა ჯიშის სიცხე და სიცივემდგრადობის მაჩვენებლების დასადგენად ალაზნის ველის პირობებში ჩავატარეთ სამეცნიერო-საწარმოო ექსპერიმენტი: ამისათვის ანალოგების მეთოდით შევარჩიეთ 16 სული ფური და 18 სული ფურკამეჩი, რომლებიც მოვათავსეთ ღია ბაკში და სასმელ წყალს იღებდნენ ნებაზე. ცხოველებს საკვები ეძლეოდათ ნორმის მიხედვით, მათი ცოცხალი მასისა და მონაწველის/ცხიმრძიანობის გათვალისწინებით. ზაფხულის ულუფა შედგებოდა იონჯის შემჭკნარი მწვანე მასისა და კომბინირებული საკვებისაგან, ხოლო ზამთარში იონჯის სენაჟისა და კომბინირებული საკვებისაგან.

ცხოველთა სიცივე- და სითბომდგრადობის დასადგენად ინდივიდუალურად, დილით 7-8, ხოლო შუადღეს 12-14 საათებში ვსაზღვრავდით რექტალურ ტემპერატურას.

კამეჩის ბიოლოგიური თავისებურების გათვალისწინებით ზაფხულში ცდა დავყავით ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე რექტალური ტემპერატურა განვსაზღვრეთ ჩვეულებრივი წესით, დილით და შუადღეს, ხოლო მეორე ეტაპზე- შუადღისას ცხოველების 20-25 წუთიანი ცივი წყლის შხაპის დასხურვების შემდეგ.

კამეჩის მომშენებელი პრაქტიკოსი სპეციალისტები გვაფრთხილებენ, რომ მკვეთრი აცივება, განსაკუთრებით კი გამჭოლი ქარი, შეიძლება გახდეს კამეჩის პნევმონიით დაავადების მიზეზი.

აღმოსავლეთ საქართველოში ბარის, აგრეთვე ქვეყნის მთიანი ზონის მეურნეობებში პროდუქტიულობის დონის და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად, ზამთრის განსაკუთრებულად ცივ დღეებში აუცილებელია კამეჩი მოვათავსოთ მეტ-ნაკლებად დათბუნებულ სადგომებში და დავიცვათ ისინი ნალექების და ქარის პირდაპირი ზემოქმედებისაგან.

დასავლეთ საქართველოში (კოლხეთის დაბლობზე), უფრო რბილი კლიმატის წყალობით, ზამთარში კამეჩის შენახვა რაიმე განსაკუთრებულ ღონისძიებებს არ საჭიროებს.

ქართული კამეჩი, როგორც გამძლეობისა და ტრადიციის სიმბოლოა

ქართული კამეჩის ჯიშის შენარჩუნების საჭორიებაზე ბოლო დროს სულ უფრო ბევრი საუბრობს. ბოლო 40 წლის განმავლობაში მათი რაოდენობა მკვეთრად შემცირდა. ქართული კამეჩი უნიკალური სახეობაა, რომლის შენარჩუნება მნიშვნელოვანი კულტურული და აგრობიოლოგიური ამოცანაა.