მეფუტკრეობა მხოლოდ თაფლის წარმოება კი არ არის — ფუტკრები ჩვენი ეკოსისტემის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია. ისინი უზრუნველყოფენ მრავალ სასოფლო-სამეურნეო კულტურასა და ველურ მცენარეთა დამტვერვას, რაც პირდაპირ გავლენას ახდენს სურსათის უსაფრთხოებაზე. თუმცა ბოლო წლებში ფუტკრის პოპულაციები საგრძნობლად მცირდება, რასაც ადამიანის დაუდევრობა და ქიმიური დანერგვების არასწორი გამოყენება იწვევს.
ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა ფუტკრებში ანტიბიოტიკების გადაჭარბებული გამოყენებაა. მიუხედავად გავრცელებული რწმენისა, რომ ნოზემატოზისა და სხვა დაავადებების გარეშე ფუტკრის ოჯახი ვერ გადარჩება, კვლევები საპირისპიროს აჩვენებს: ფუტკრის ბუნებრივი იმუნიტეტი მნიშვნელოვნად დამოკიდებულია ხარისხიან ცილოვან საკვებზე და არა პროფილაქტიკურ პრეპარატებზე. ანტიბიოტიკები ანადგურებს მომნელებელი ტრაქტის სასარგებლო მიკროფლორას, ასუსტებს იმუნიტეტს და საბოლოოდ თვითონ ფუტკარს ხდის უფრო მოწყვლადს.
ქიმიური პესტიციდები კიდევ ერთი სერიოზული საფრთხეა. მოწამლული მცენარეებიდან შეგროვებული ნექტარი და მტვერი ფუტკრებში იწვევს დეზორიენტაციას, კომუნიკაციის მოშლას, მოწამვლას და ოჯახის მასობრივ დაღუპვას. პესტიციდების კვალი ხვდება ცვილში და საბოლოოდ – თაფლში.
ფუტკრის დაცვა იწყება ცოდნითა და პასუხისმგებლობით. რაც უფრო ბუნებრივ და სუფთა გარემოს შევუქმნით მათ, მით უფრო უსაფრთხო და მდგრადი იქნება ჩვენი მომავალიც.
ფუტკრისა და ბარტყის დაავადებების დროული ამოცნობა მეფუტკრეობაში გადამწყვეტია მთავარი არის დაკვირვება — თითოეულ დაავადებას თავისი ნიშნები აქვს.
თანამედროვე გამოწვევები და გლობალური კლიმატური ცვლილებების გავლენა მეფუტკრეობაზე დღეს, გლობალური კლიმატური ცვლილებების პირობებში, სოფლის მეურნეობის დარგებს შორის ერთ–ერთი ყველაზე დაუცველი სფერო მეფუტკრეობაა. გლობალური დათბობა, ატმოსფერული ანომალიები, ტემპერატურის მკვეთრი ცვალებადობა, სტიქიური წვიმები და გაუდაბნოების პროცესები პირდაპირ აზიანებს ფუტკარს — იმ სისტემას, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ფუნქციონირებდა სტაბილურ ბუნებრივ ციკლებზე დაყრდნობით. დღეს უკვე ნათელია, რომ კლიმატური გავლენა მრავალმხრივია.
საფუტკრე მეურნეობის წარმატება იწყება სწორი ადგილის შერჩევით. საფუტკრეს პროდუქტულობა მნიშვნელოვნად დამოკიდებულია მის მდებარეობაზე.
როგორ გამოვაზამთროთ ფუტკარი უსაფრთხოთ?
20 მაისი ფუტკრის მსოფლიო დღეა.
