სამხრეთ კავკასიაში პირველი აკადემიური და ანალიტიკური პლატფორმა „კლიმატგონივრული რეპორტინგი და კომუნიკაცია” სამდღიანი ღონისძიების ფარგლებში საერთაშორისო კონფერენციას, სამეცნიერო გამოცემას, დარგობრივი აქტორების მონაწილეობით გამართულ პრაქტიკულ განხილვებსა და მედიადაჯილდოების ცერემონიას მოიცავდა.
დარგის ექსპერტებმა პანელური დისკუსიის ფორმატში იმსჯელეს თემაზე: „მედიის ჩართულობა კლიმატგონივრულ ამბის თხრობაში: აგრომეურნეობისა და აგრო-ტურიზმის განვითარების პერსპექტივები“.
დისკუსიაში მონაწილეობდა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (კსუ-ს) კანცლერი ვახტანგ წივწიაძე.
მედიის როლი ბაზრის განვითარებასა და კლიმატგამძლე აგრომეუნეობებში შეაფასა MERCY CORPS-ის მცირე კავკასიის ალიანსების პროგრამის წარმომადგენელმა, ნონა სამხარაძემ.
რძის სექტორის წარმომადგენელმა, შპს “ლეანკას” დირექტორმა, ქეთინო ჩალახეშაშვილმა, კლიმატის ცვლილების ფონზე საძოვრების შემცირებაზე გაამახვილა ყურადღება, რაც რძის წარმოების შემცირების წინაპირობა და ქართული რძის ავთენტური გემოს დაკარგვის რისკიცაა.
მეცხოველეობაში კლიმატის ცვლილების ნეგატიურ გავლენაზე და ფერმერული მეურნეობების კლიმატთან ადაპტაციის აუცილებლობაზე ისაუბრა „როქის“ ხელმძღვანელმა, დავით ბოსტაშვილმაც.
უჩვეულოდ თბილი ზამთარი და გლობალური დათბობა ტრადიციული რაჭული ლორის მწარმოებელლებისთვისაც პრობლემაა. კონსტანტინე თაგვაძემ კლიმატურ რისკებსა და რაჭული ლორის უნიკალურობის პოპულარიზაციის აუცილებლობაზე ისაუბრა.
მეფუტკრე ფერმერმა, ვახო ღლონტმა, ყურადღება გაამახვილა იმ ახალი უნარების აუცილებლობაზე, რაც ფერმერებს კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციისთვის სჭირდებათ.
“საქართველოს მეაბრეშუმეთა ასოციაციის” წევრმა და კომპანია ‘ნართინის’ დამფუძნებელმა, თამარ თედიაშვილმა, აქცენტი გააკეთა, აბრეშუმის როგორც უდანაკარგო წარმოების სიკეთეებზე და ყურადღება გაამახვილა თუთის მომრავლების აუცილებლობზეც.
CENN-ის გარემოსდაცვითი კომუნიკაციების სპეციალისტმა, მაგდა ცერცვაძემ, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების აუცილებლობას გაუსვა ხაზი და ბუნებრივი რესურსების გონივრულად გამოყენების პოპულარიზაციის აუცილებლობაზე მიანიშნა. ყურადღება გაამახვილდა ასევე ბიოწარმოების აუცილებლობასა და აგროქიმიის უკონტროლო გამოყენების რისკებზე.
ექსტენციის, როგორც მას.კომუნიკაციის ერთ-ერთი საშუალების მნიშვნელობაზე ისაუბრა იოეპ სლაჰსიმ, საერთაშორისო თანამშრომლობის გუნდის სამეცნიერო თანამშრომელმა, AGRIDEA (სოფლის მეურნეობისა და სოფლის რაიონების განვითარების ორგანიზაცია). მან დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა პრეზენტაცია „მდგრადი სოფლის მეურნეობისა და კლიმატის ცვლილებაზე ადაპტაციის ექსტენცია“.
დისკუსიაში მონაწილეობდა ამ ეტაპზე საქართველოში კლიმატგონივრული რეპორტინგით დაკავებული ერთადერთი მედიასაშუალებაა Agrogaremo TV-იც, რომლის გადაცემა “აგრო სიახლეების” წამყვანი და აგრო-მედიის ექსპერტი ბელა გელაშვილი ჩაუღრმავდა იმას, თუ როგორ აისახება კლიმატის ცვლილება ტრადიციულ აგროსექტორებზე და რა შეუძლია სტრატეგიულ მედიაკომუნიკაციასა და ნარატიულ მიდგომებს.
დისკუსიის დასასრულს მონაწილეებმა შეაჯამეს მედიაპარტნიორობის როლი და სოციო-ეკონომიკური შედეგებიც.
სექტორალურ პანელურ დისკუსიაზე წამოწეულ თემებზე “აგრო სიახლეები” გიამბობთ 👇
უყურეთ აგროგარემო TV – ზე გადაცემა “აგრო სიახლეებს” ბელა გელაშვილთან ერთად მაუწყებელთა ალიანსის რეგიონულ არხებზეც.
სილქ TV– 284
მაგთი TV – 57
ახალი TV – 276
Myvideo; ახალი ქსელებისა და სხვა IP და საკაბელო მაუწყებლების ეთერით.
