ბევრს სმენია ლორენცო ლენგსტროთის სკის შესახებ, თუმცა ცოტამ თუ იცის, როგორ შეცვალა ამ აღმოჩენამ ფუტკართან ადამიანის ურთიერთობა სამუდამოდ. ის ფუტკრეობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურაა და მას ხშირად ამერიკული მეფუტკრეობის მამას უწოდებენ. მან აღმოაჩინა „ფუტკრის სივრცე“ სკაში — ესაა მცირე დაშორება, რომელსაც ფუტკრები ბუნებრივად ინარჩუნებენ სკის შიგნით. სწორედ ამ პრინციპზე დაყრდნობით მან 1852 წელს დააპატენტა მოძრავი ჩარჩოებიანი სკა. ამ სისტემამ მეფუტკრეებს პირველად მისცა შესაძლებლობა, ამოეღოთ ფიჭები, შეემოწმებინათ ოჯახი და მიეღოთ თაფლი სკის დაზიანების გარეშე. ლენგსტროთის სკამ ფუტკრეობა უფრო მდგრად და ჰუმანურ საქმიანობად აქცია და დღესაც ის ყველაზე გავრცელებული სტანდარტია მთელ მსოფლიოში. მისი იდეები კვლავ განსაზღვრავს, როგორ ვზრუნავთ ფუტკრებზე და როგორ ვთანამშრომლობთ მათთან. ერთი ფუტკარი მთელი ცხოვრების განმავლობაში მხოლოდ 1/12 ჩაის კოვზ თაფლს აწარმოებს. გუნდურობა და შრომისმოყვარეობაა ის, რითაც ფუტკრების ოჯახი ბარაქიან დოვლათს ქმნიან. სამყარო ფუტკრების გარეშე წარმოუდგენელია. ეს პატარა, დაუღალავი არსებები ჩვენი ეკოსისტემის ნამდვილი საყრდენებია. მონაწილეობენ დამტვერვაში და პასუხისმგებელნი არიან ჩვენი საკვების დიდი ნაწილის წარმოქმნაზე. ფუტკრის ოჯახი გვასწავლის ერთიანობას, წესრიგსა და საერთო მიზნისთვის თავდაუზოგავ შრომას. ლენგსტროთის მემკვიდრეობა გვახსენებს, რამდენად ფასდაუდებელია ფუტკრები — განსაკუთრებით დღეს, როდესაც მათ დაცვას კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს.
ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა ფუტკრებში ანტიბიოტიკების გადაჭარბებული გამოყენებაა.
ფუტკრისა და ბარტყის დაავადებების დროული ამოცნობა მეფუტკრეობაში გადამწყვეტია მთავარი არის დაკვირვება — თითოეულ დაავადებას თავისი ნიშნები აქვს.
თანამედროვე გამოწვევები და გლობალური კლიმატური ცვლილებების გავლენა მეფუტკრეობაზე დღეს, გლობალური კლიმატური ცვლილებების პირობებში, სოფლის მეურნეობის დარგებს შორის ერთ–ერთი ყველაზე დაუცველი სფერო მეფუტკრეობაა. გლობალური დათბობა, ატმოსფერული ანომალიები, ტემპერატურის მკვეთრი ცვალებადობა, სტიქიური წვიმები და გაუდაბნოების პროცესები პირდაპირ აზიანებს ფუტკარს — იმ სისტემას, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ფუნქციონირებდა სტაბილურ ბუნებრივ ციკლებზე დაყრდნობით. დღეს უკვე ნათელია, რომ კლიმატური გავლენა მრავალმხრივია.
საფუტკრე მეურნეობის წარმატება იწყება სწორი ადგილის შერჩევით. საფუტკრეს პროდუქტულობა მნიშვნელოვნად დამოკიდებულია მის მდებარეობაზე.
როგორ გამოვაზამთროთ ფუტკარი უსაფრთხოთ?
20 მაისი ფუტკრის მსოფლიო დღეა.
