გადავხედოთ ჩვენს სამომხმარებლო ჩვევებს, შევამციროთ ნარჩენები და ერთად შევქმნათ უფრო სუფთა და ჯანსაღი გარემო.
მოდით, ახალი წელი მხოლოდ სურვილებით კი არა, ქმედებებით დავიწყოთ.
დღესასწაულები სიხარულთან ერთად ხშირად ზედმეტ ხარჯვასა და საკვების ფლანგვასაც იწვევს. რეალობა კი ასეთია — რაც ჩვენთვის ზედმეტია, გარემოსთვის სერიოზულ ტვირთად იქცევა.
სწორედ ამიტომ, მცირე ცვლილებებს შეუძლია დიდი გავლენის მოხდენა. წინასწარ დაგეგმილი სადღესასწაულო სუფრა ნიშნავს ნაკლებ ნარჩენს. სწორად შენახული საკვები — უფრო ხანგრძლივ სიჯანსაღეს. დარჩენილი კერძების ახალ კერძებად გადაქცევა — გონივრულ და პასუხისმგებლიან არჩევანს. ზედმეტის გაზიარება — ზრუნვას სხვებზე. ხოლო საკვების ნარჩენების კომპოსტირება — ზრუნვას ბუნებაზე.
ეს ნაბიჯები რთული არ არის — ეს არის ყოველდღიური, რეალური გადაწყვეტილებები, რომელთა მიღებაც თითოეულ ჩვენგანს შეუძლია.
ახალი წელი საუკეთესო დროა დავფიქრდეთ:
როგორ ვხარჯავთ რესურსებს, რას ვაგდებთ და რას ვუტოვებთ მომავალ თაობებს.
ერთად შეგვიძლია შევამციროთ ნარჩენები, დავიცვათ რესურსები და შევქმნათ უფრო სუფთა, ჯანსაღი და პასუხისმგებლიანი გარემო — არა მხოლოდ დღესასწაულებზე, არამედ ყოველდღიურ ცხოვრებაშიც.
წაიკითხე ტექსტი და დამიწერე პრომტები ვიდეოს გენერაციის პლატფორმისთვის hailuoai.video, რომ შევქმნა ვიდეო სინემატოგრაფიული, ლამაზი. ამ ტექსტზე უნდა გავაკეთო ვიდეო. მიყევი თანმიმდევრობით და ინგლისურად დამიწერე 9 ცალი 10-წამიანი პრომტი. თანმიმდევრობით და კარგი ხარისხის ვიდეოების მისაღებად, ტექსტის შესაბამისი ვიდეო რომ გამოვიდეს. აუცილებელი წინაპირობაა, რომ ვიდეო გამოვიდეს რეალისტური და არა მულტიპლიკაციური. ვიდეოის არ ჰქონდეს არანაირი წარწერები
არ გამოიყენო პიროტექნიკა – არ ღირს ერთი ღამით გართობა სხვისი სიცოცხლის ფასად
