ერთ ბალბას დადგამ აივანზე და უცებ ყველაფერი უფრო ლამაზი ხდება.
ბალბა, იგივე პელარგონიუმი, პატარა ყვავილია, მაგრამ დიდ განწყობას ქმნის.
ფერს აძლევს სახლს, აცოცხლებს ეზოს და სითბოს მატებს ყოველდღიურობას.
თუ გინდა მცენარე, რომელიც თვალს უხარია და გულს ამშვიდებს, ბალბა სწორედ ის არის.
…და ყველაზე სასიამოვნო: ბალბას ზონალური ტიპი მხოლოდ 5 ლარი ღირს.
შეიძინე კომპანია „მწვანე სახლი“-ში.
მისამართი: რუსთავის გზატკეცილი 2-3, ორთაჭალა — ფონიჭალის დამაკავშირებელი მაგისტრალი, თბილისისკენ მომავალი მხარე.
საკონტაქტო: 591 455 008.
„მწვანე სახლი“ — როცა გინდა, სივრცე უფრო ლამაზი გახდეს.
ზოგიერთ ჯიშს არ სჭირდება გაკრეჭვა ,სხვლა.
ბალბას მოსწონს შემდეგი ტიპის ნიადაგი კარგი დრენაჟით: ერთი წილი ქვიშა, ერთი წილი პერლიტი ,ერთი წილი ტორფი ,(არა მჟავე ტორფი.) ერთი წილი ნიადაგი შესაძლებელია ნაკელიც. .
უფრო პატარა ქოთნებში ცხოვრება მოსწონს, ამიტომ, იცოდეთ, რომ თუ თქვენი ბალბა არ ყვავილობს, ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ ცდილობს დიდი ქოთნის სივრცის შევსებას, იხარჯება ფესვების განვითარებაზე, ამიტომ არ ყვავის.
გადარგვის დროს შეგვიძლია მივცეთ, ნელი და ხანგრძლივი მოქმედების სასუქი, მიწაში შერეული.
ბალბას სჭირდება კარგი განათებული არა პირდაპირი მზით. შეარჩიეთ ადგილი რვა საათიანი განათებით.
ტემპერატურა +15 ზამთარში, ხოლო ზაფხულში +23 იდეალურია. ტენიანობა ზამთარში 30 ○.
მორწყვის რეჟიმი ზაფხულში , ზედა შრის გამოშრობის შემდეგ ვრწყავთ ,დამდგარი თბილი წყლით. ქლორი არ უყვარს. ყოველთვის გადაღვარეთ ლამბაქზე დარჩენილი წყალი.
ზამთარში ვამცირებთ მორწყვას, ეცადეთ ფოთოლი არ დაასველოთ, რადგან ისტრესება და ეწყება ფოთლის სიყვითლე.
გასხვლა ხდება შემოდგომასა და ადრე გაზაფხულზე. ვტოვებთ ორ-სამ კვირტზე. ღერო მოაჭერით ისე, რომ კვირტის ადგილი 2სმ დარჩეს.
მცენარის კვება იწყება გაზაფხულიდან, მას აძლევენ ნაკლებ აზოტს, კალიუმს და ფოსფორს ,ხოლო ზაფხულიდან აზოტი აღარ სჭირდება, მხოლოდ კალიუმი ,ფოსფორი და სხვა დამხმარე ნივთიერებები.
გაითვალისწინეთ, ხშირად ემართება დაავადებები.
#AISH #მწვანე სახლი
