🔴რეგიონების მოსახლეობა ბუნებრივი აირის გაზრდილ გადასახადებზე ჩივის. მოქალაქეები აცხადებენ, რომ ბოლო თვეებში ბუნებრივი აირის გადასახადი მნიშვნელოვნად – რიგ შემთხვევებში გაორმაგებულად – მიუვიდათ, რამაც მათ უკმაყოფილებასთან ერთად კითხვებიც გაუჩინა. ამ დროისთვის კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზს“ ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია, რის გამოც აბონენტებისთვის გაურკვეველია, რამ გამოიწვია გადასახადების ზრდა. მოსახლეობას აინტერესებს, შეიცვალა თუ არა ტარიფი, ან იქნებ ეს აღრიცხვის ტექნიკური ხარვეზია და ანგარიშგება შემდეგ თვეში გასწორდება. მოქალაქეების მოთხოვნას განცხადებით მხოლოდ ენერგოონბუიდსმენი გამოეხმაურა, თუმცა, “აგრო სიახლეები” “სოკარ ენერჯი გაზსაც” დაუკავშირდა. კომპანიის განმარტებას რეპორტაჟში იხილავთ, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, თუ მოსახლეობის ნაწილს გაზის სიძვირე აწუხებს, ზოგს მისი საერთოდ არქონა უქმნის პრობლემას.
🔴”სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში” ვეტერინარული კლინიკის აშენება იგეგმება, რომელიც 300 000-მდე ლარი დაჯდება. უნივერსიტეტმა უკვე მიიღო ნახევარ მილიონის ღირებულების ლაბორატორიული და კლინიკური აღჭურვილობა
უყურეთ აგროგარემო TV – ზე გადაცემა “აგრო სიახლეებს” ბელა გელაშვილთან ერთად მაუწყებელთა ალიანსის რეგიონულ არხებზეც.
სილქ TV– 284
მაგთი TV – 57
ახალი TV – 276
Myvideo; ახალი ქსელებისა და სხვა IP და საკაბელო მაუწყებლების ეთერით.
