მოთხოვნა არის, წარმოება — ძალიან ცოტა, – ასეთია მეაბრეშუმეობის პარადოქსი საქართველოში. ასე შეიძლება ერ წინადადებით დაახასიათო აბრეშუმის წარმოების დღევანდელობა. ქართული აბრეშუმის ისტორია ხელახლა დაწერას ელოდება. ესაა ინდუსტრია, რომელიც თითქმის გაქრა, მაგრამ ბაზარი დარჩა. ქართული აბრეშუმი აღდგენას ცდილობს, თუმცა, მეტი მხარდაჭერა სჭირდება. ამ ეტაპისთვის შიდაბაზარზე მოთხოვნა არსებობს, წარმოება კი ძალიან ცოტა. საერთშორისო მოთხოვნა პროდუქტზე კიდევ უფრო მაღალი და სტაბილურად მზარდია.
საქართველოში მეაბრეშუმეობის ინდუსტრია ფაქტობრივად შეწყვეტილია, კანტი-კუნტად არსებობს, ფაქტობრივად დარგი ნულიდან ცდილობს აღდგენას.
თუთის ფოთლის დაავადების გავრცელებამ და შემდგომმა წარუმატებელმა მცდელობებმა — გამძლე ჯიშების დანერგვამ თუ ტექნოლოგიურმა ცვლილებებმა — დარგის შენარჩუნება ვერ უზრუნველყო. შედეგად, მეაბრეშუმეობა თანდათან გაქრა და ერთი პერიოდი სულ არ არსებობდა. ბოლო წლებში მეაბრეშუმეობა აღგენას იწყებს, თუუმცა, დაბალი ტემპით.
ბოლო წლების განმავლობაში არსებობდა მისი აღორძინების მცდელობები, თუმცა ფინანსურმა და სტრუქტურულმა პრობლემებმა პროცესი ჩაშალა. მაგალითად, 2007 წელს ბოლნისში დამზადდა აბრეშუმის პარკი, თუმცა სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსების ნაკლებობის გამო ინდუსტრიის განვითარება ვერ გაგრძელდა. ამჟამად სს „საქაბრეშუმის“ ბალანსზე მხოლოდ შენობა-ნაგებობები და მიწის ნაკვეთებია შემორჩენილი.
იმ ფონზე, როცა საქართველოში წარმოება გაჩერებულია, საერთაშორისო ბაზარზე აბრეშუმზე მოთხოვნა იზრდება. მსოფლიო ბაზრის 80%-ზე მეტი რამდენიმე დიდ ქვეყანაზე მოდის, ხოლო აბრეშუმის ძირითადი სავაჭრო პროდუქტებია პარკი, ხამი ძაფი და პარკის ნარჩენები. საქართველოში აბრეშუმის ნაწარმი კვლავ მოთხოვნადია, თუმცა მთლიანად იმპორტზეა დამოკიდებული. ადგილობრივ ბაზარზე მოთხოვნა განსაკუთრებით მაღალია აბრეშუმის ტანსაცმელსა და აქსესუარებზე, რომლის იმპორტი წლიდან წლამდე იზრდება. ეს ნათლად აჩვენებს, რომ რეალური ბაზარი არსებობს, თუმცა ადგილობრივი წარმოება ამ მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს.
მეაბრეშუმეობის განვითარება საქართველოში არა მხოლოდ ისტორიული დარგის აღდგენა იქნებოდა, არამედ მსუბუქი მრეწველობისა და ექსპორტის ზრდის რეალური შესაძლებლობაც.
ქართული აბრეშუმს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს.
თუთის აბრეშუმხვევიას მოვლა — სუფთა გარემო, სწორი კვება და დროის დაცვა ხარისხიანი პარკის საწინდარია.
“მზეთამზისანი” – ახმეტაში გამოყვანილი ქართული აბრეშუმის ჯიში დაპატენტდება – მუნიციპალიტეტის ადგილობრივებთან თანამშრომლობის პრაქტიკა მეაბრეშუმეობის განვითარებისთვის
დედამიწაზე სულ 3-4 უბანია, სადაც ყველაზე მაღალხარისხოვანი აბრეშუმის ძაფის მიღებაა შესაძლებელი. მათ შორის ერთ-ერთი საქართველოა. საქართველოს გააჩნია ბუნებრივი რესურსი აბრეშუმი სავალუტო შემოსავლის წყაროდ აქციოს.
წლების წინ იმერეთში მეაბრეშუმეობა საკმაოდ მძლავრად იყო განვითარებული.
საქართველოში აბრეშუმის რთველი ნიშური და საინტერესო პროცესია, რომელსაც თეთრი ოქროს რთველს უწოდებენ. ერთ დროს მყარად ფეხზე მდომი და წლების განმავლობაში მივიწყებული დარგი გამოღვიძებას ახლაღა იწყებს. სფეროს ადვოკატირებას კი ახლადშექმნილი მეაბრეშუმეთა ასოციაცია ცდილობს.
აბრეშუმის საბნების კერვაც ძირძველი, თუმცა ახლა მივიწყებული ქართული ტრადიციაა, რომლის გაცოცხლებას საპატრიარქოს პროფესიულ სასწავლებელში „თამარ მეფის პროფესიულ კოლეჯში“ ცდილობენ. მეაბრეშუმეობაზე აქ სწავლობენ ყველაფერს, ჭიის მოვლა-შენახვიდან დაწყებული, საბნის შეკერვით დამთავრებული. როგორ იკერება და რა განსაკუთრებული ტექნოლოგიური პროცესია აბრეშუმის საბან-ბალიშის კერვა?
რისი გაკეთება შეძლო აბტრეშუმის სახელმწიფო მუზეუმმა წლების განმავლობაში და რას გეგმავს მომავალშო? როგორ იგეგმება დიდი აბრეშუმის გზის ციფრულ რუკაზე ქართული მონაკვეთის ინტეგრირება? რომელ უნიკალურ ექსპონანტებს ინახავს მუზეუმის ფონდი და რას სწავლობენ ახალგაზრდები სტაჟირების პროგრამით, რომელსაც მუზეუმი მათ წლებია სთავაზობს.
საქართველოში მეაბრეშუმეობას თხუთმეტსაუკუნოვანი ისტორია აქვს, თუმცა ახლა დარგი სრულ სტაგნაციაშია, აღდგენაზე მუშაობა კი – ფრაგმენტული. ქვეყანაში თუთის პლანტაციები თითქმის სულ გაჩეხილია, მეტ-ნაკლებად შემორჩენილია მხოლოდ კახეთში, არადა პრემიუმ ხარისხის ქართულ აბრეშუმში ფაქტურით, ფერითა და მედეგობით, გამორჩეული ადგილი იმერულ აბრეშუმს ეკავა. დარგის აღდგენისა და სტიმულის კომპლექსური ხედვა ჯერ არ ჩანს. ქართული აბრეშუმის კონკურენტუნარიანობა და პოტენციალი, – რა ეკონომიკური ეფექტი შეუძლია მისცეს ქვეყანას მეაბრეშუმეობამ ექსპორტის, ტურიზმის და რეგიონების ფინანსურად გასაძლიერებლად? სად ვიყავით, სად ვართ და საით მივდივართ ქართული აბრეშუმით დიდ საქარავნო გზაზე?
