თუ გინდათ სწრაფი, ბუნებრივი და ლამაზი მწვანე ღობე — ლეილანდის ნერგი იდეალური არჩევანია თქვენი ეზოსთვის. მწვანე კიპაროსის მთავარი უპირატესობა არის ის, რომ ქმნის ბუნებრივ დაცვას ქარისგან, ხმაურისა და არასასურველი ხედებისგან, ხოლო მარადმწვანე ფოთლების გამო ეზოს სილამაზეს მთელი წლის განმავლობაში ინარჩუნებს. იზრდება ადვილად და სწრაფად , წელიწადში დაახლოებით 70-100 სანტიმეტრამდე და სულ რამდენიმე წელიწადში ქმნის მაღალ და მკვრივ მწვანე კედელს.
“მწვანე სახლში” ორი-ორნახევარი მეტრის ლეილანდის ნერგს ღია ფესვით ას ლარში შეიძენთ, ქოთნით კი ას ოცი ლარი ღირს. ორნახევარი-სამი მეტრის ნერგების ყიდვა ღია ფესვით ას ორმოცდაათი ლარადაა შესაძლებელი, ქოთანში კი ას სამოცდაათი ლარი ღირს.
ნერგების შესაძენად მობრძანდით ჩვენს ორ სანერგეში. დასავლეთ საქართველოში ვართ ზუგდიდში მისამართზე: ჭითაწყარი, ვაჟა ფშაველას 4, სამხარეო პოლიციასთან. აღმოსავლეთ საქართველოში კი თბილისში გვიპოვით: რუსთავის გზატკეცილი 2–3, ორთაჭალა–ფონიჭალის დამაკავშირებელ მაგისტრალზე, თბილისისკენ მომავალ მხარეს.
თბილისში გვეკონტაქტეთ ნომერზე 591 455 008. ზუგდიდში დაგვირეკეთ ნომერზე 574 34 33 43.
„მწვანე სახლი“ — მარტივი გზა შენი ბაღისა და მეურნეობისთვის!
„მწვანე სახლი“ — როცა გინდა, სივრცე უფრო ლამაზი გახდეს.
aishop #aishopping #AIshoppinhub
გახსოვდეს ლეილანდი ადვილად ეგუება ახალ გარემოს და სხვადასხვა ნიადაგს. თუ სწორად მოუვლით, მის გასახარებლად დიდი ძალისხმევა არ დაგჭირდებათ. შეიძლება ნახევარჩრდილშიც გაახაროთ, თუმცა უყვარს მზე და ნიადაგი, სადაც წყალი არ გროვდება. ხარობს თითქმის ყველა ნიადაგში — თიხა, ქვიშა, ლომი — მაგრამ წყალი არ უნდა ჩერდებოდეს. ახალი დარგული ლეილანდი რეგულარულად უნდა მოირწყას, სანამ ფესვები კარგად განვითარდება. თუ გინდა ლამაზი ცოცხალი ღობე, საჭიროა წელიწადში 2–3-ჯერ ფორმის მიცემა. დარგვისას მცენარეებს შორის უნდა იყოს დაახლოებით 60–100 სმ ან მეტი, რომ ჰაერი მოძრაობდეს და კარგად გაიზარდონ.
ვისაც გინდათ ეზოში არა მხოლოდ ლამაზი, არამედ ნაყოფიერი და სასარგებლო ხე გქონდეთ, „გულეშა“ ბროწეული საუკეთესო არჩევანია. ეს აზერბაიჯანული ჯიში ცნობილია განსაკუთრებული სიტკბოთი, წვნიანი მარცვლებითა და მაღალი ხარისხის ნაყოფით.
მსოფლიოში სულ უფრო აქტიურად ვითარდება ეგრეთ წოდებული ხეხილის ურბანული საზოგადოებრივი ბაღები, სადაც ბროწეული სხვა ნერგებთან ერთად უკვე დიდი ხანია ქალაქის გამწვანების კონცეფციის მნიშვნელოვანი ნაწილია.
იცი რა განსხვავებაა მიწიდან ახლადამოღებულ ბროწეულის ნერგებსა და 20-ლიტრიან კონტეინერში გამოყვანილ, 4 წლიან ბროწეულის ნერგებს შორის?
როგორ და სად შეიძენ ხარისხიან, ჯანმრთელ და მაღალიმუნურ ნერგს? – “მწვანე სახლი” ყველგან მოგწვდება
„დილის პირველი ღიმილი ხშირად ყვავილისგან მოდის — და ეს დღე უკვე წარმატებულია.“ თუ ჯერ ყვავილი არ გაქვს, აუცილებლად იყიდე. თუ გაქვს კიდევ ერთი პოზიტივი შემატე შენს ფერად გარემოს.
ერთ ბალბას დადგამ აივანზე და უცებ ყველაფერი უფრო ლამაზი ხდება. ბალბა, იგივე პელარგონიუმი, პატარა ყვავილია, მაგრამ დიდ განწყობას ქმნის. ფერს აძლევს სახლს, აცოცხლებს ეზოს და სითბოს მატებს ყოველდღიურობას.
ფიკუსი მცენარეა, რომელიც არა მხოლოდ ლამაზია, არამედ საქმესაც აკეთებს. მის სქელ და პრიალა ფოთლებში ბუნებრივი ლატექსია, რაც მას ძლიერ და გამძლე მცენარედ აქცევს. სწორედ ამიტომ ეძახიან მას რეზინის მცენარეს. ფიკუსი ხელს უწყობს ჰაერის გაწმენდას და სივრცეს უფრო სუფთა, მსუბუქ და სასიამოვნო გარემოდ აქცევს.

