Skip to content Skip to footer

აგრო სიახლეები – გადაცემა 27 (სეზონი 16)

🔴კლიმატის ცვლილება მხოლოდ გარემოს პრობლემა აღარ არის — ის უკვე პირდაპირ აისახება ადამიანის ჯანმრთელობაზე. კლიმატი იცვლება და მასთან ერთად იზრდება რისკებიც ჩვენი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის. რა საფრთხეებს უქმნის ჩვენს ჯანმრთელობას სიცხის ტალღები, ჰაერის დაბინძურება და ექსტრემალური ამინდი საქართველოში? რომელი დაავადებები უკავშირდება კლიმატის ცვლილებას ყველაზე მეტად, რომელი რეგიონებია განსაკუთრებით მოწყვლადი და რატომ იქცა ეს თემა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ გამოწვევად? რამდენად აცნობიერებს რისკებს სახელმწიფო, მზად არის თუ არა საქართველოს ჯანდაცვის სისტემა ამ გამოწვევებთან გასამკლავებლად და რა ვიცით საზოგადოებამ იმ საფრთხეებზე, რაც კლიმატის ცვლილებას ჩვენს ჯანმრთელობაზე მოაქვს? რა წერია ამ საკითხებზე NDC 3.0-ში, რომელიც საქართველოს ახალი კლიმატური დაპირებაა და რომელიც კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ პოლიტიკასა და საქმიანობას განსაზღვრავს და სადაც გათვალისწინებული უნდა იყოს ყველა სოციალური ჯგუფის ინტერესები, რადგან დაუცველ და მოწყვლად მოსახლეობაზე კლიმატის ცვლილება განსაკუთრებით მწვავედ აისახება. დეტალები — „აგრო სიახლეებში“.

🔴 რუსეთში, ნოვოსიბირსკის ოლქში, ცხოველთა ინფექციური დაავადებების გავრცელებამ საგანგებო მდგომარეობა გამოიწვია — მიმდინარეობს პირუტყვის მასობრივი ხოცვა და დაწესებულია კარანტინი. ოფიციალური ინფორმაციით, საუბარია ცოფსა და პასტერელოზზე, თუმცა ფერმერებისა და ექსპერტების ნაწილს ეჭვები აქვს — ასახავს თუ არა ეს სრულ სურათს და ხომ არ არის საფრთხე უფრო სერიოზული. ამასთან, არსებობს განსხვავებული მოსაზრებაც, რომლის მიხედვითაც, ინფექციის მასშტაბები გადაჭარბებულია ან პრობლემა ხელოვნურად არის შექმნილი. ასეა თუ ისე, მეზობელი ქვეყნები უკვე ზღუდავენ იმპორტს, ხოლო საქართველო კვლავ მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული უცხოურ ხორცსა და ცოცხალ ცხოველებზე. რა რისკები არსებობს ჩვენს ქვეყანაში, რას ამბობს სურსათის ეროვნული სააგენტო და არის თუ არა კონტროლი საკმარისი? დეტალები „აგრო სიახლეებში“.

გადაცემაში მონაწილე რესპონდენტები:

კახა არცივაძე – „ნაკრესის“ ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენების პროგრამის კოორდინატორი.

ნინო ჩხობაძე – „საქართველოს მწვანეები – დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარე.

ლალი თევზაძე – გაეროს განვითარების პროგრამა „კლიმატური დაპირების“ პროექტის მენეჯერი

უყურეთ აგროგარემო TV – ზე გადაცემა “აგრო სიახლეებს” ბელა გელაშვილთან ერთად მაუწყებელთა ალიანსის რეგიონულ არხებზეც.
სილქ TV– 284
მაგთი TV – 57
ახალი TV – 276
Myvideo; ახალი ქსელებისა და სხვა IP და საკაბელო მაუწყებლების ეთერით.