Skip to content Skip to footer

კლიმატის ცვლილება – ეკოლოგიური კრიზისიდან ჯანმრთელობის კრიზისამდე

კლიმატის ცვლილება მხოლოდ გარემოს პრობლემა აღარ არის — ის უკვე პირდაპირ აისახება ადამიანის ჯანმრთელობაზე. კლიმატი იცვლება და მასთან ერთად იზრდება რისკებიც ჩვენი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის. რა საფრთხეებს უქმნის ჩვენს ჯანმრთელობას სიცხის ტალღები, ჰაერის დაბინძურება და ექსტრემალური ამინდი საქართველოში? რომელი დაავადებები უკავშირდება კლიმატის ცვლილებას ყველაზე მეტად, რომელი რეგიონებია განსაკუთრებით მოწყვლადი და რატომ იქცა ეს თემა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ გამოწვევად? რამდენად აცნობიერებს რისკებს სახელმწიფო, მზად არის თუ არა საქართველოს ჯანდაცვის სისტემა ამ გამოწვევებთან გასამკლავებლად და რა ვიცით საზოგადოებამ იმ საფრთხეებზე, რაც კლიმატის ცვლილებას ჩვენს ჯანმრთელობაზე მოაქვს? რა წერია ამ საკითხებზე NDC 3.0-ში, რომელიც საქართველოს ახალი კლიმატური დაპირებაა და რომელიც კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ პოლიტიკასა და საქმიანობას განსაზღვრავს და სადაც გათვალისწინებული უნდა იყოს ყველა სოციალური ჯგუფის ინტერესები, რადგან დაუცველ და მოწყვლად მოსახლეობაზე კლიმატის ცვლილება განსაკუთრებით მწვავედ აისახება. დეტალები „აგრო სიახლეებში“.

რამდენად აცნობიერებს რისკებს სახელმწიფო, მზად არის თუ არა საქართველოს ჯანდაცვის სისტემა ამ გამოწვევებთან გასამკლავებლად და რა ვიცით საზოგადოებამ იმ საფრთხეებზე, რაც კლიმატის ცვლილებას ჩვენს ჯანმრთელობაზე მოაქვს?

კლიმატის ცვლილება XXI საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გლობალურ გამოწვევად მიიჩნევა. გარემოში მიმდინარე ცვლილებები, როგორიცაა გლობალური ტემპერატურის ზრდა, ექსტრემალური ამინდის მოვლენების გახშირება, ჰაერის დაბინძურება და ბუნებრივი რესურსების დეგრადაცია, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე. ბოლო წლებში მეცნიერები და საერთაშორისო ორგანიზაციები სულ უფრო მეტად ამახვილებენ ყურადღებას იმაზე, რომ კლიმატის ცვლილება არა მხოლოდ ეკოლოგიური და ეკონომიკური, არამედ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პრობლემაც არის.