🔴რამდენი დაგვიჯდა წელს სააღდგომო სუფრა? ფასები იზრდება, კომისია მუშაობს, მაგრამ შედეგი არ ჩანს — რა ხდება რეალურად ბაზარზე და რატომ ძვირდება პროდუქტები?
🔴რატომ იწყება წელს თითქმის ყველა მუნიციპალური სააღგომო მზადების პოსტი ერთი და იმავე ფრაზით — „პრემიერ-მინისტრის დავალებით“? ადგილობრივი გამგეობების ვალდებულება პიარკამპანიის თანხლებით — რას ამბობს კანონი და რატომ ჩნდება კითხვები ადგილობრივი თვითმმართველობის დამოუკიდებლობაზე?
🔴ცოფის შემთხვევა წალკაში და დაგვიანებული რეაგირება — რატომ გამოცხადდა კარანტინი ორი დღის შემდეგ? რამდენად კრიტიკულია დრო ასეთ დროს და რა რისკები არსებობს მოსახლეობისთვის?
🔴ლოჭინის მდინარეში ნაგავსაყრელიდან წამოსული ტოქსიკური ნაჟური საბოლოოდ თბილისის ზღვაში ხვდება. დიდ ლილოში უკვე ოფიციალურად დადასტურდა მძიმე ეკოლოგიური დარღვევები — საქმე სასამართლოშიცაა. მაშინ, როცა ხელისუფლება ეკოლოგიურ პოლიტიკაზე წლებია მხოლოდ საუბრობს, მთავარი პრობლემა მოგვარების ნაცვლად, მძიმდება. იხოცება პირუტყვი, ავადდება მოსახლეობა, პასუხისმგებელი პირები კი ამკაცრებენ კანონებს, აანონსებენ ინიციატივებს, რომელსაც შუა გზაში აუქმებენ, ავადებენ, ან სულაც ცვლიან. რამდენად პასუხისმგებლიანი გარემოსდაცვითი პოლიტიკა აქვს მმართველ ძალას? – ნახეთ, რა საფრთხეშია გარემო და ადამიანების ჯანმრთელობა?
უყურეთ აგროგარემო TV – ზე გადაცემა “აგრო სიახლეებს” ბელა გელაშვილთან ერთად მაუწყებელთა ალიანსის რეგიონულ არხებზეც.
სილქ TV– 284
მაგთი TV – 57
ახალი TV – 276
Myvideo; ახალი ქსელებისა და სხვა IP და საკაბელო მაუწყებლების ეთერით.