Skip to content Skip to footer

იყიდე მიკახი – შესძინე შენს ოთახს აკადემიური ესთეტიკა


ეს მიხაკია — ყვავილი, რომელიც გულგრილს არავის ტოვებს. მისი დახვეწილი ფორმა, ფერების მრავალფეროვნება და ნაზი სილამაზე ნებისმიერ სივრცეს განსაკუთრებულ ელფერს სძენს. მიხაკი არა მხოლოდ ლამაზია, არამედ გამძლეც — დიდხანს ინარჩუნებს სიხასხასეს და ყოველდღე გახარებთ. იდეალურია ეზოსთვის, აივნისთვის, ტერასისთვის თუ სახლის ინტერიერის გასაფერადებლად.

სანერგე მეურნეობა „მწვანე სახლი“ მიხაკს სულ რაღაც 8 ლარად გთავაზობთ. ხელმისაწვდომია სხვადასხვა ფერში — შეარჩიეთ თქვენთვის საყვარელი მიხაკი.

„მწვანე სახლში“ ყველაფერს იპოვით, რაც თქვენს ეზოს სჭირდება — ხეხილის ნერგებიდან და ბოსტნეულის ჩითილებიდან, დეკორატიულ მცენარეებამდე და ქოთნის ყვავილებამდე. ასევე გთავაზობთ ლანდშაფტის დიზაინსა და ეზოს სრულ კეთილმოწყობას.

დასავლეთ საქართველოში გელოდებით ზუგდიდში, მისამართზე: ჭითაწყარი, ვაჟა ფშაველას 4, სამხარეო პოლიციასთან. აღმოსავლეთ საქართველოში კი თბილისში გვიპოვით: რუსთავის გზატკეცილი 2–3, ორთაჭალა–ფონიჭალის დამაკავშირებელ მაგისტრალზე, თბილისისკენ მომავალ მხარეს.

დაგვირეკეთ 📞 თბილისი: 591 455 008 . ზუგდიდი: 574 34 33 43.

„მწვანე სახლი“ — როცა შედეგი სწორად შერჩეული ნერგით იწყება