Skip to content Skip to footer

კახური შაშხი — ქართული სუფრის უნიკალური ნიშა და საუკუნოვანი გემო, რომელიც ახალ ქართულ ბრენდად იქცა

კახეთში ღვინის, ვაზისა და უძველესი ტრადიციების გვერდით, კიდევ ერთი გამორჩეული გემო ცხოვრობს, – კახური შაშხი. პროდუქტი, რომელიც კახეთის ტყეში იწყება და ქართულ სუფრამდე საუკუნეების ისტორიას მოაქვს. ტყეში ნაკვები ღორი, ტრადიციული შებოლვის ტექნოლოგია, ფერმერის შრომა და გემო, რომელმაც დროს გაუძლო. 2024 წლიდან „კახური შაშხი“ უკვე დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე ქართული პროდუქტია, რაც ნიშნავს, რომ მისი უნიკალურობა ოფიციალურადაა აღიარებული და დაცული.

კახური შაშხისა და მეღორეობის განვითარება რეგიონის ეკონომიკისა და გასტროტურიზმის მნიშვნელოვანი ნაწილია — აძლიერებს ადგილობრივ ფერმერულ მეურნეობებს, ინარჩუნებს ტრადიციულ დარგებს და რეგიონს უნიკალური კულინარიული იდენტობით ტურისტებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის.

რატომ ითვლება კახური შაშხი ქართული გასტრონომიის ერთ-ერთ ნამდვილ მარგალიტად? ნახეთ ჩვენი სპეციალური რეპორტაჟი თელავიდან ისტორიაზე, ტრადიციასა და გემოზე, რომელიც კახეთს სულ სხვანაირად დაგანახებთ.

ერთი წელია რაჭული ლორი გეოგრაფიული აღნიშვნის პროდუქტად დარეგისტრირდა. სტანდარტის შემუშავებაში ლორის რაჭველი მეწარმეები იყვნენ ჩართულნი.

როგორ მზადდება რაჭული ლორი? ტექნოლოგიური საიდუმლოება