აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში ახალ ეტაპზე გადადის 🌱
სურსათის ეროვნული სააგენტოსა და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტებმა ბუნებრივ გარემოში ფაროსანას ბუნებრივი მტრის, იაპონური ქინქლას გამოცდა დაიწყეს.
მავნებლის გავრცელების შესამცირებლად, ქვეყნის მასშტაბით 370 ლოკაციაზე 30 ათასზე მეტი იაპონური ქინქლა გაუშვეს.
სპეციალისტები პროცესს დააკვირდებიან და შეაფასებენ, რამდენად ეფექტიანად იმოქმედებს ეს ბიოლოგიური მეთოდი აზიური ფაროსანას პოპულაციის შემცირებაზე.