Skip to content Skip to footer

აგრო სიახლეები – გადაცემა 8 (სეზონი 17)

🔴ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე გაჭიანურებულ მშენებლობებს ხარისხზე ზრუნვით ხსნის. მაგრამ რას ნიშნავს ხარისხიანი მშენებლობა, როცა ასობით მილიონად აშენებულ გზას გახსნიდან ორ თვეში არემონტებენ, ხოლო ხიდს, რომლის მშენებლობაც 12 წლის წინ დაიწყო, დღემდე ვერ ასრულებენ?

„ქართული ოცნების“ 14-წლიანი მმართველობის განმავლობაში გზების მშენებლობასა და რეაბილიტაციაზე მილიარდობით ლარი იხარჯება, თუმცა საქართველოს არაერთ სოფელში მოსახლეობა გზის დაგებას წლებია უშედეგოდ ითხოვს. იქ, სადაც გზები საერთოდ არ არის, ადამიანებს სასწრაფო დახმარების მიღება და ბავშვების სკოლაში გაშვებაც უჭირთ. სხვაგან კი ახლადდაგებული ასფალტი რამდენიმე დღეში ზიანდება და ერთი და იმავე გზის შეკეთებაზე ფული ხელახლა იხარჯება.

მილიარდები გზებისთვის, უგზოობა მოსახლეობისთვის და ინფრასტრუქტურა, რომელიც გახსნიდან მალევე შეკეთებას საჭიროებს.

უყურეთ აგროგარემო TV – ზე გადაცემა “აგრო სიახლეებს” ბელა გელაშვილთან ერთად მაუწყებელთა ალიანსის რეგიონულ არხებზეც.
სილქ TV– 284
მაგთი TV – 57
ახალი TV – 276
Myvideo; ახალი ქსელებისა და სხვა IP და საკაბელო მაუწყებლების ეთერით.