Skip to content Skip to footer

ფერმიდან ბაზრამდე – ახალი ტექნოლოგიები, საერთაშორისო გამოცდილება, ფერმერის ხმა და ქართული აგროსექტორის გამოწვევები Agro Food Expo 2026-ზე

თანამედროვე აგროდრონები, სარწყავი სისტემები, გადამამუშავებელი ტექნოლოგიები და საერთაშორისო თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები – თბილისში გამართულმა Agro Food Expo 2026-მა 8 ქვეყნიდან 100-მდე კომპანია გააერთიანა. თუმცა ტექნოლოგიური სიახლეების პარალელურად კვლავ აქტუალურია ქართველი ფერმერებისთვის მათი ხელმისაწვდომობა, დაფინანსების პრობლემები და ადგილობრივი წარმოების განვითარება.

გამოფენის ერთ-ერთი მთავარი აქცენტი აგროჟურნალისტიკის განვითარება და ფერმერის ხმის გაძლიერება იყო. რატომ სჭირდება საქართველოს დამოუკიდებელი, პროფესიული აგრომედია, რამდენად აღწევს ფერმერთა პრობლემები საზოგადოებამდე და როგორ შეიძლება სანდო ინფორმაციამ სოფლის მეურნეობის განვითარებას შეუწყოს ხელი? ამ საკითხებზე ჟურნალისტებმა, ფერმერებმა, ბიზნესისა და საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლებმა სპეციალურ პანელურ დისკუსიაზე იმსჯელეს.