Skip to content Skip to footer

TCRC-მ ანტიდასავლური პოლიტიკის ეკონომიკური საფრთხეები გამოიკვლია

100-მდე შეჩერებული ინფრასტრუქტურული პროექტი, 10 მილიარდ ლარამდე დაკარგული ინვესტიცია, 100 000 მდე დაკარგული სამუშაო ადგილი, – “საქართველოს სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრმა” (TCRC) ანტიდასავლური პოლიტიკის ეკონომიკური საფრთხეები გამოიკვლია და დაადგინა, რომ დაკარგვის საფრთხის ქვეშაა 8-10 მილიარდამდე ლარი, რომელიც, უხეში დათვლით, ქვეყნის ეკონომიკაზე წლიურად 1.5-2%-ის მთლიანი შიდა პროდუქტის შემცირებით აისახება. საუბარია საკმაოდ მასშტაბური პროექტების შეჩერებაზე, რომელთა ბიუჯეტი აჭარბებს 80-100 მილიონ ლარს. შეისწავლეს ასამდე პროექტი.

როგორც ცენტრის პრეზიდენტი, კვლევის ავტორი, პაატა  ცაგარეიშვილი, “აგრო სიახლეებთან” განმარტავს, ამ პროექტების განხორციელებაზეა დამოკიდებული ქვეყნის საბაზისო ინფრასტრუქტურის გამართულობა. საბაზისო ინფრასტრუქტურა კი მოსახლეობის სრუფასოვანი არსებობისთვის აუცილებელია.

კვლევამ მხოლოდ ეკონომიკური საფრთხეები გააანალიზა. ფოკუსის მიღმა დარჩა სამხედრო, კულურულ-საანმანათლებლო, კულტურული მემკვიდრეობისა და ისტორიული ძეგლების, სოციალური საკითხების მიმართულებით არსებული საფრთხეები.

ცაგარეიშვილი ხაზს უსვამს, რომ რადგან დასავლეთის საგრანტო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მდგენელი თანაბარი რეგიონული განვითარებაა, დაფინანსების შეჩერება, ყველაზე მეტად სწორედ რეგიონებს დაარტამს.

შეჩერების რისკის ქვეშ მყოფი პროექტები ცხრა მიმართულებისაა:

ენერგეტიკა და კავშირგაბმულობა,

რეგიონალური განვითარება,

საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი საავტომობილო გზები,

მუნიციპალური ინტეგრირებული ინფრასტრუქტურა,

ურნაბული მობილური ინფრასტრუქტურა,

სატრანზიტო შესაძლებლობა, ტრანსპორტის და ლოგისტიკის ინფრასტრუქტურა,

გარემოს დაცვის ინფრასტრუქტურა,

საირიგაციო და სადრენაჟე ინფრასტრუქტურა,

ინფრასტრუქტურის მდგრადობისკენ მიმართული პროექტები – კაპიტალის ბაზრის განვითარება,  ეკონომიკური უსაფრთხოება და მაკროეკონომიკური სტაბილურობა.

TCRC-ის პრეზიდენტი, პაატა ცაგარეიშვილი, “აგრო სიახლეებთან” შეჩერების საფრთხის ქვეშ მყოფ პროექტებს მიმოიხილავს.

სრული გადაცემა ნახეთ აქ: