საქართველოს აგრობიზნესისთვის USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამამ, სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ და სოფლის განვითარების სააგენტომ ექსპორტის საბაზრო კავშირების გაძლიერების პროგრამა დაიწყო. როგორც “სოფლის განვითარების სააგენტიდან” “აგრო სიახლეებს” აცნობეს, 1-3 თებერვალს USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამამ უმასპინძლა სავაჭრო მისიას საუდის არაბეთიდან, ქუვეითიდან და არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან, რომლებიც შეხვდნენ 24 ქართულ აგრობიზნესს და გაეცნენ მათ პროდუქციას და საწარმოო პროცესს.
შემდგომი, ინდივიდუალური მოლაპარაკებები კი Gulfood 2023-ის საერთაშორისო გამოფენის მსვლელობის დროს დაიგეგმა.
ექსპორტის საბაზრო კავშირების გაძლიერების პროგრამის მიზანი ქართველი მწარმოებლების დაკავშირებაა გერმანიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების მყიდველებთან.