Skip to content Skip to footer

აგრობიზნესის პროდუქციის გამოშვება 14%-ით გაიზარდა – მინისტრი

2022 წლის წინასწარი მონაცემებით, აგროპროდუქციის (პირველადი და გადამუშავებული პროდუქცია) გამოშვებამ 15.2 მილიარდი ლარი შეადგინა – ამის შესახებ სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრმა ოთარ შამუგიამ პარლამენტში პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფორმატში 2022 წლის ანგარიშის წარადგენისას განაცხადა.

მინისტრმა დეპუტატების წინაშე გამოსვლისას ხაზი გაუსვა, რომ სოფლის მეურნეობის კუთხით ქვეყანაში თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად მიზნობრივ პროგრამები და პროექტები ხორციელდება. ეს გულისხმობს, როგორც ფერმერთა და აგრობიზნესით დაინტერესებულ პირთა პირდაპირ, საგრანტო დახმარებას, ასევე სისტემური პროგრამების განხორციელების გზით სტრატეგიული მიმართულებების მხარდაჭერას.

მინისტრის ინფორმაციით, 5 წლის განმავლობაში სამინისტროს ასიგნებები 150%-ით გაიზარდა, რამაც ახალი ინიციატივების განხორციელების და შემდგომი განვითარების შესაძლებლობები გააჩინა.

„2022 წლის წინასწარი მონაცემებით, აგრობიზნესის პროდუქციის (პირველადი და გადამუშავებული პროდუქცია) გამოშვებამ 15.2 მილიარდი ლარი შეადგინა, უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი 112%-ით, ხოლო 2021 წელთან შედარებით გვაქვს 14%- ით გაიზარდა. ასევე, ბოლო 10 წლის განმავლობაში დარგში შექმნილი დამატებული ღირებულება 96%-ით არის გაზრდილია და 4.4 მილიარდ ლარს შეადგენს, 2021 წელთან შედარებით ზრდა 13%-ია“, – აღნიშნა მინისტრმა.

Leave a comment