Skip to content Skip to footer

აგრო სიახლეები – გადაცემა 22 (სეზონი 14)

🔴 შოვი, ნერგეეთი, – როგორ შეხვდა კლიმატურ საყოველთაო გამოწვევას საქართველო?..აქვთ თუ არა ფოკუსიურებული კლიმატური საჭიროებები მუნიციპალიტეტებს, მაშინ, როცა თითქმის მთელი ქვეყანა რთულ გეოლოგიურ ზონადაა შეფასებული. კლიმატთან ადაპტაციის რა ხედვა აქვს ხელისუფლებას ადგილობრივ დონეზე? აქვთ თუ არა კლიმატის ინდივიდუალური გეგმები მუნიციპალიტეტებს, რომელიც წესით, ადგილობრივი საჭიროებების მიხედვით უნდა აისახოს, აგრო და ენერგო პოლიტიკაში, მშენებლობაში, ქალაქგეგმარებაში, – დეტალები “აგროსიახლეებში”.

გადაცემაში მონაწილე რესპონდენტები:

არჩილ თოდუა – „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ზუგდიდის რეგიონული ოფისის კოორდინატორი.

ნინო ჩხობაძე – ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა – დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარე.

🔴 უყურეთ აგროგარემო TV – ზე გადაცემა “აგრო სიახლეებს” ბელა გელაშვილთან ერთად მაუწყებელთა ალიანსის რეგიონულ არხებზეც.
სილქ TV– 284
მაგთი TV – 57
ახალი TV – 276
Myvideo; ახალი ქსელებისა და სხვა IP და საკაბელო მაუწყებლების ეთერით. 👇