Skip to content Skip to footer

ბიომრავალფეროვნების კანონი მუშავდება

სამინისტრო აქტიურად მუშაობს ბიომრავალფეროვნების კანონზე, რომელიც წლის განმავლობაში, პარლამენტს წარედგინება განსახილველად, – ამის შესახებ მან პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას, 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას აღნიშნა.

მისი ინფორმაციით, ბიომრავალფეროვნების კანონი შესაბამისობაში იქნება ევროპულ მოთხოვნებთან.

“ბიომრავალფეროვნების კანონი საშუალებას მოგვცემს, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პარალელურად, უზრუნველვყოთ ბიომრავალფეროვნების დაცვა, რაც ჩვენთვის პრიორიტეტია“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

მინისტრმა აღნიშნა, რომ 2022 წელს, ევროპის ველური ბუნებისა და ბუნებრივი ჰაბიტატების დაცვის შესახებ (ბერნის) კონვენციის მუდმივმოქმედი კომიტეტის მიერ დამტკიცდა საქართველოს ზურმუხტის ქსელის 66-ვე ტერიტორია, რაც ქვეყნის ტერიტორიის 18.7 %-ს შეადგენს და რითაც საქართველო კიდევ უფრო დაუახლოვდა ბიომრავალფეროვნების დაცვის ევროპულ სტანდარტებს. ამჟამად, უმნიშვნელოვანესია არსებული ზურმუხტის ქსელის მდგრადი მართვის უზრუნველყოფა, უნიკალური ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების მიზნით.

მინისტრის ინფორმაციითვე, ველური ბუნების სააგენტო მუშაობს „ნადირობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე, რომელიც ხელს შეუწყობს ნადირობის მდგრადი სისტემის დანერგვას.

აღნიშნულ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო ავრცელებს.

Leave a comment