Skip to content Skip to footer

“დანერგე მომავლით” 20,000 ჰექტრამდე ბაღი 16 თანამედროვე სანერგე მეურნეობაა მოწყობილი – მინისტრის ანგარიში

სახელმწიფო პროექტების ფარგლებში 2022 წელს სოფლის მეურნეობაში ₾6.2 მლრდ-ის ინვესტიცია განხორციელდა, სახელმწიფოს მონაწილეობა ₾1.6 მლრდ-ია. ეს შედეგები სახელმწიფოს მიერ ინიცირებული აგროსექტორის მხარდაჭერის პროგრამებით არის განპირობებული, – ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა პარლამენტში უწყების წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, სახელმწიფოს მიერ ინიცირებული, აგროსასურსათო სექტორის განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამები, მოთხოვნიდან და არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე, ყოველწლიურად იხვეწება, ემატება ახალი ინიციატივები და პროგრამები.

„ქვეყანაში წლიდან წლამდე იზრდება თანამედროვე ხეხილის ბაღების ფართობები, რაც „დანერგე მომავალი“-ს შედეგია. პროგრამის დაწყებიდან დღემდე 20,000 ჰექტრამდე თანამედროვე ბაღია გაშენებული და 16 თანამედროვე სანერგე მეურნეობაა მოწყობილი. ჩვენი გათვლებით, მხოლოდ გასულ წელს ახალი ბაღებიდან 40 ათასი ტონაზე მეტი მოსავალი მივიღეთ, რომლის ღირებულება 85 მლნ ლარს აღემატება. მომდევნო წლებში პროგრამით გაშენებული მრავალწლოვანი კულტურების საპროგნოზო მოსავალი მნიშვნელოვნად გაიზრდება, რაც გაშენებული ბაღების მსხმოიარობაში შესვლით განპირობებულია. საპროგნოზო მაჩვენებლით, 2030 წლისათვის მხოლოდ ამ პროგრამის ფარგლებში გაშენებული ბაღებიდან მრავალწლოვანი კულტურების წარმოება 200 ათას ტონას მიაღწევს, რომლის ღირებულება დაახლოებით 500 მილიონი ლარი იქნება. აღსანიშნია, რომ პროგრამის ფარგლებში, ჯამში დასაქმებული 10 000-მდე მუდმივი და 45 000-მდე დროებით დაქირავებული სამუშაო ძალაა.

დღესვე ოთარ შამუგია “მინისტრის საათის” ფორმატში დეპუტატების წინაშე წლიური ანგარიშის წარდგენისას თქვა, რომ შარშან აგროპროდუქციის (პირველადი და გადამუშავებული პროდუქცია) გამოშვებამ 15.2 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში მაჩვენებელი 112%-იანი ზრდაა, ხოლო 2021 წელთან შედარებით სახეზეა 14%- ით ზრდა. მისივე მტკიცებით, ბოლო 10 წლის განმავლობაში დარგში შექმნილი დამატებული ღირებულება 96%-ით არის გაზრდილია და 4.4 მილიარდ ლარს შეადგენს, 2021 წელთან შედარებით ზრდა 13%-ია.

რაც შეეხება, ექსპორტს, შამუგიას თქმით, ბოლო 10 წელში ქართული აგროექსპორტის თითქმის 147%-იღ გაიზარდა და მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი ევროკავშირის ბაზარია, თუმცა აქვს დასძენს, რომ ევროკავშირის ბაზრის პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებისათვის ადგილობრივი აგროსასურსათო პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ამაღლება აუცილებელია.

Leave a comment