“ცხოველთა დაავადებებთან მიმართებაში ის ნორმატიული აქტები, რომელიც დღეს ევროკავშირში მუშაობს, საქართველოსთვის ზედმეტად მკაცრი შეიძლება იყოს, რადგან იქ ეს ნორმატიული აქტები მას შემდეგ მიიღეს, რაც გათავისუფლდნენ ამა თუ იმ დაავადებისგან. მაგალითად, ავიღოთ დაავადება თურქული. იქ, სადაც ეს დაავადება არ გვხდება, უმკაცრესი წესებია: როგორც კი დაფიქსირდება, პირველსავე შემთხვევაში, უნდა დაიხოცოს პოპულაცია, ფერმერისთვის კომპენსაციის გადახდის სანაცვლოდ. იქ, სადაც ამ დაავადების მუდმივი საფრთხეა (და საქართველო ამ ქვეყანათა რიგებში დიდხანს დარჩება ჩვენი სამეზობლოდან გამომდინარე), ამ კანონის ამოქმედება დამღუპველი იქნება დარგისთვის, მით უმეტეს, თუ კომპენსაციის გადახდა ვერ მოხერდება, ჩვენი შეზღუდული რესურსებიდან გამომდინარე. ეს კანონი თუ ამოქმედდა, გამოვა ისე, რომ საქართველოში დავხოცავთ ცხოველებს, თუმცა კომპენსაციას ვერავინ მიირებს. ასეთი რამ კი მხოლოდ ომის დროს შეიძლება მოხდეს, ჩვენი კანონმდებლობით,” – ამბობს Land O’Lakes – ის დირექტორი, ლაშა ავალიანი, “აგრო სიახლეებში”.
სრული გადაცემა ნახეთ აქ ?