Skip to content Skip to footer

თურქეთი მიწისძვრის შემდეგ უხვი ნალექებისგან შექმნილ ბუნებრივ კატასტროფებს ებრძვის ებრძვის

თურქეთი საუკუნის სტიქიას ებრძვის. 6 თებერვალს კაჰრამანმარაში მომხდარმა მიწისძვრებმა ქვეყნის სამხრეთით 11 პროვინცია გაანადგურა. ქვეყანა მიწისძვრით მიყენებულ ზარალს ჯერ კიდევ ითვლის და პარალელურად, მეორე სტიქიაც უტევს: მიწისძვრას დაემატა საშინელი ღვარცოფი და წყალდიდობა. ინტენსიურმა წვივამ მეწყერი გააქტიურა შანლიურფაში, ადიიამანში, ელაზიღში, ისკენდერუნსა და მალათიაში. წყალმა წაიღო კარვებიც, რომლებშიც მიწისძვრით დაზარალებულები აფარებდნენ თავს.

დაიტბორა ქუჩები, გამზირები. წყალმა წაიღო სათბურებიც.

წვიმით დაზარალებული მოქალაქეების განთავსება GSB-ის საერთო საცხოვრებელში დაიწყეს.

მეწყერი გააქტიურებულია მიწისძვრით დაზარალებულ რეგიონში, ჰატაიშიც, რომელიც თურქეთის ძირითადი აგროზონაა. გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ ჰატაიზე მოდის თურქული აგროწარმოების 80%.

Leave a comment