Skip to content Skip to footer

თავდაცვის მინისტრი  კახური ღორის სპერმის ბანკის აუცილებლობაზე საუბრობს – Fact or Fake

არსებული ინფორმაცია ყალბია თუ მართალი? ცხადია ყალბია. თუმცა სათაური რომ ყოფილიყო:

“თავდაცვის მინისტრი ლიბერალიზმში სუვერენიტეტისა, უსაფრთხოების და გენოფონდის მხრივ საფრთხეს ხედავს”; ან “კონსერვატიულობა არის ჩვენი მთავარი იდეა” იქნებოდა თუ არა ეს სათაურები ფაქტი? დიახ იქნებოდა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ეს შეხედულებები საჯაროდ განაცხადა.

გაცილებით საინტერესო და უვნებელი იქნებოდა თავდაცვის მინისტრს ჩვენი ყალბი სათაურის მსგავსი განცხადება რომ გაეკეთებინა. კახური ღორის შესახებ, რადგან ისევე როგორც სასოფლო-სამეურნეო მეცხოველეობაში, მეფრინველეობასა თუ მემცენარეობაში სხვადასხვა ენდემური ჯიშების გენოფონდის დაცვა და განვითარება მნიშვნელოვანი საკითხია.

რატომ ჭირდება საქართველოს ფერმერებს და ზოგადად ქვეყნის მოსახლეობას ევრო-ატლანტიკურ სამხედრო ალიანსებთან თანამშრომლობა? ძალიან ბევრი რამის გამო, მათ შორის იმისთვისაც, რომ ეკონომიკა უკეთესად ვითარდება, როდესაც ქვეყანას განსაზღვრული აქვს პოლიტიკური კურსი დაცულად და უსაფრთხოდ გრძნობს თავს მოქალაქე და ბიზნესი.
ევრო-ატლანტიკური სტრუქტურების წევრი სახელმწიფოების თითქმის აბსოლუტური უმრავლესობის ღირებულებები დაფუძნებულია სოციალური სამართლიანობის, ლიბერალურ ღირებულებების პრინციპებზე, რაც აგრეთვე თავის თავში არ გამორიცხავს კონსერვატიულობას, ეროვნულ ღირებულებებზე დაფუძნებული სიკეთეების ურთიერთ გაცვლას, გაზიარებას და შენარჩუნებას.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ვალდებულია დაიცვას საქართველოს კონსტიტუცია:

მუხლი 78 – ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია

“კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.”

აგრეთვე, მართალია საქართველოს თავდაცვის მინისტრი პოლიტიკური ფიგურაა, მაგრამ გაემიჯნოს კონსტიტუციას ისე რომ “ვერ ხედავდეს სხვა ალტერნატივას გარდა კონსერვატიულობისა” და ხედავდეს საფრთხეს ლიბერალიზმში, მაშინ როდესაც კიდევ განვმეორდებით ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებული ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობა სწორედ ლიბერალური ღირებულებების მატარებელია, ეს ნიშნავს რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრი წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციასთან და მისი იდეოლოგიური შეხედულებები ეწინააღმდეგება ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას.

Leave a comment